დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აგრარული სკოლა „კავკასია“  პროფესიულ პროგრამებზე სტუდენტების მიღებას იწყებს

აგრარული სკოლა „კავკასია“ პროფესიულ პროგრამებზე სტუდენტების მიღებას იწყებს

01-07-2023 19:00:06

 

შვეიცარიულმა აგრარულმა სკოლა ,,კავკასიამ“ პროფესიულ პროგრამებზე სტუდენტების მიღება გამოაცხადა.

ერთ-ერთი რძის გადამუშავების (მეყველეობის) მოკლევადიანი პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები ისწავლიან და იცხოვრებენ შვეიცარიული სტანდარტის, კეთილმოწყობილ კამპუსში. დამატებით გათვალისწინებულია შვეიცარიული საავტორო პროგრამები და მასტერკლასები.

აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის“ დირექტორმა თინათინ მახარაძემ განაცხადა.

„ივლისში მოკლევადიან ტრენინგებს ვიწყებთ. ეს არის რძის გადამუშავების შემსწავლელი პროგრამა. შემდეგ სექტემბერში უკვე საქონლის მოვლის მიმართულებით ჩატარდება ტრენინგი. რაოდენობა შეზღუდულია, თუმცა მოთხოვნა ძალიან დიდია. რძის გადამამუშავებელ ტრენინგზე ვიღებთ 6 ადამიანს, განსაკუთრებული კრიტერიუმი ამ შემთხვევაში არ გვაქვს, მივიღებთ, ვინც პირველი დარეგისტრირდება.

მეცხოველეობის პროგრამაზე 12 ადამიანია გათვალისწინებული. სწავლების მსურველებს გასაუბრების საფუძველზე შევარჩევთ, პროგრამა არსებული ფერმერებისთვის ხორციელდება“, - ამბობს თინათინ მახარაძე.

რაც შეეხება სწავლების საფასურს, რძის გადამუშავების შემსწავლელ პროგრამაზე გადასახადი 1300 ლარს შეადგენს. ამ თანხაში შედის განთავსება და კვება ტრენინგის განმავლობაში.

რაც შეეხება მესაქონლეობის მიმართულებას, გადასახადი 4000 ლარია. ერთი პროგრამის ბიუჯეტი 90 000 ლარს შეადგენს.

პრაქტიკული მეცადინეობებისათვის კოლეჯს აქვს საკუთარი, შვეიცარიული ჯიშის საქონლის ფერმა და შვეიცარიული ყველის ქარხანა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები