9 თვეში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 22.5%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაშია ნათქვამი.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის სექტემბერში საქონლის ექსპორტი წლიურად 0.8%-ით გაიზარდა 527.8 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვის 4.8%-იანი ზრდის შემდეგ. იმპორტი წლიურად 10.0%- ით გაიზარდა და 1.25 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა,
წინა თვეში დაფიქსირებული 2.3%-იანი ზრდის შემდეგ. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 17.8%-ით გაიზარდა და 722.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 0.9%-იანი ზრდის შემდეგ.
ჯამურად, 2023 წლის პირველ 9 თვეში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 22.5%-ით გაიზარდა და 6.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 12.7%-ით გაიზარდა 4.6 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 18.3%-ით გაიზარდა და 11.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა
უახლესი
3 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა13 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა15 საათის წინ
წელს ქვეყანამ 90 მლნ დოლარის შოკოლადი იყიდა