დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
6,9 მლნ ლარი ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის - რას გეგმავს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში

6,9 მლნ ლარი ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის - რას გეგმავს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში

06-10-2023 11:00:40

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქუთაისში ერთ-ერთი ქუჩის მიმდებარედ  მდ. რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის 6 887 204 ლარის დახარჯვას აპირებს.

დეპარტამენტის მიერ მწვანე ყვავილას ქუჩის მიმდებარედ რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოების შესაძენად ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც განაცხადების მიღება 1-ელ ნოემბერს სრულდება.

საპროექტო მონაკვეთი იწყება მდ.რიონის კაშხლიდან და გრძლედება დინების მიმართულებით, საშუალოდ 600მ-ზე. საპროექტო უბანი მდებარეობს ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში.

საპროექტო მონაკვეთზე მდინარის მარცხენა ნაპირი განაშენიანებული და დასახლებულია და რელიეფური თვალსაზრისით წარმოადგენს მთის ფერდს გამოკვეთილი ქანობით. მარცხენა ნაპირის ქანობი მკვედრად ცვალებადია მდინარის გასწვრივ. მარჯვენა ნაპირი, რელიეფური თვალსაზრისით წარმოადგენს მდინარე რიონის პორველ ტერასას, რომელიც განაშენიანებული არ არის.

სატენდერო წინადადებების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია განახორციელოს შემდეგი სამუშაოები: კალაპოტის გაჭრა ბულდოზერით, გრუნტის 20 მ-ზე გადაადგილებით, ქვიშა-ხრეშოვანი გრუნით ყრილის მოწყობა (შრეებად დატკეპნით) და დროებითი ტექნოლოგიური გზის
მოხრეშვა, შემდგომში დაშლით ბულდოზერით 20 მ-ზე გადაადგილებით ექსკავატორით დატვირთვით და
ნაყარში გატანით, მდინარის კალაპოტში ფონში გადასასვლელის მოწყობა ბულდოზერით გრუნტის 20 მ-ზე გადაადგილებით, ჯებირის მოწყობა ქვიშა-ხრეშოვანი გრუნტით და ვულკანური წარმოშობის ქანებით, შემდგომში დაშლით, მონოლითური რკ-ბეტონის ნაპირდამცავი კედლის მოწყობა ჰიდროიზოლაციით, დრენაჟით და უკუყრილით, ქვანაყარი ბერმის მოწყობა ვულკანური წარმოშობის კლდოვანი ლოდებით, მონოლითური რკ-ბეტონის კიბის მოწყობა, ჰიდროიზოლაციით, მონოლითური რკ-ბეტონის მილის მოწყობა ჰიდროიზოლაციით, მონოლითური რკ-ბეტონის ჭის მოწყობა, ჰიდროიზოლაციით.

მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს შესრულება უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ გადაცემული
დეტალური პროექტის შესაბამისად, ან საკუთარი ხარჯებით მოამზადოს ალტერნატიული დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები