11-14 ნოემბერს პორტუგალიაში, ლისაბონში Web Summit-ი იმართება. ღონისძიება თავს უყრის 3000-ზე მეტ სტარტაპს, 70 000-ზე მეტ მონაწილესა და 1000-ზე მეტ ინვესტორს - მათ, ვინც ტექნოლოგიების ინდუსტრიას ცვლიან.
წელს საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე - Web Summit 2024 - ზე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ,,აწარმოე საქართველოს“ თანამშრომლობის ფარგლებში, “StartUP in Georgia” ინიციატივით წარდგა.
წელს სამიტში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბანკის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და 500 Global-ის თანამშრომლობით, რეგიონში 500 Global in Eurasia-ს სახელით განხორციელებული აქსელერაციის პროგრამის მონაწილე სტარტაპებმა.
სამიტის ფარგლებში, სტარტაპების დამფუძნებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, დაემყარებინათ საერთაშორისო კავშირები, გასცნობოდნენ ინდუსტრიის ტენდენციებს, მიეღოთ წვდომა ვენჩურული კაპიტალის ეკოსისტემაზე, ამასთან, ჩამოეყალიბებინათ მნიშვნელოვანი საქმიანი კავშირები, რომელიც ხელს შეუწყობს მათი ბიზნესის ზრდის დაჩქარებას. საერთაშორისო გამოცდილების ფარგლებში, 500 Global in Eurasia-ში მონაწილე სტარტაპებმა საკუთარი კომპანიები საქართველოს პავილიონში წარადგინეს.
Web Summit-ში მონაწილეობდნენ 500 Global in Eurasia-ს მესამე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ნაკადის სტარტაპები:
უახლესი
56 წუთის წინ
„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს1 საათის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო2 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა3 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა