დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
5 მლნ ევროს ინვესტიცია - ქობულეთში ჩილიმის არომატების საწარმო აშენდა

5 მლნ ევროს ინვესტიცია - ქობულეთში ჩილიმის არომატების საწარმო აშენდა

13-07-2023 14:48:51

5 მლნ ევროს ინვესტიცია - ახალი საწარმო ქობულეთში. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეში, ჩილიმის არომატების საწარმო აშენდა. საწარმოს მშენებლობისა და აღჭურვის პროცესში 5 მლნ ევროს ინვესტიცია განხორციელდა.

საწარმო ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრისთვის მაღალი ხარისხის ქართული პროდუქტის, ჩილიმის არომატების მიწოდებას უზრუნველყოფს. კომპანია H HOOKAH საწარმოში დამზადებული ნაწარმის რეალიზება საერთაშორისო ბაზარზე ხდება - „სიამაყით დამზადებულია საქართველოში“.

საერთაშორისო სტანდარტების საწარმოში ამ ეტაპზე 35 ადამიანია დასაქმებული. ბრენდი H HOOKAH WIPO-ს საერთაშორისო ორგანიზაციაშია რეგისტრირებული და 180 ქვეყანას აერთიანებს.

საწარმოს გახსნის ღონისძიებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები