ტერმინალი ბიზნესს შემოსავლების მიღების ეფექტიან ალტერნატივასთან ერთად, გადახდების მართვას, გამარტივებულ მომსახურებასა და მაქსიმალურ კომფორტს უნდა სთავაზობდეს. საქართველოს ბანკის ტერმინალს, რომელიც ონლაინ ანგარიშსწორებასა და ახალი მომხმარებლების მოზიდვის შესაძლებლობას გაძლევთ, არაერთი უპირატესობა აქვს.
ბლოგში საქართველოს ბანკის ტერმინალის მთავარ უპირატესობებს გაგაცნობთ.
1. ტერმინალზე გადახდა ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი ტიპის ბარათით შეიძლება
საქართველოს ბანკის ტერმინალზე მომხმარებელს შეუძლია ისეთი ტიპის ბარათებით გადახდა, როგორებიცაა VISA, Mastercard, American Express, Diners Club Discovery, Union Pay, JCB და Georgian Card. გარდა ამისა, ტერმინალი ტრანზაქციებს იღებს საქართველოს ბანკის და სხვა ბანკების ციფრული ბარათებითაც, რომლებიც მიმაგრებულია Apple Pay-სა და Google Pay-ზე. მომხმარებლის მიერ საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდისას კომპანია ბაზარზე ტრანზაქციის ყველაზე დაბალი ტარიფით ისარგებლებს, ხოლო თქვენი მომხმარებლები საქართველოს ბანკის ბარათებით გადახდისას PLUS და MR ქულების დაგროვებას შეძლებენ. ამგვარად, ტერმინალი ორმხრივი კომფორტისა და სარგებლის იდეით შექმნილი პროდუქტია.
2. ტერმინალით გადახდილი თანხა მაშინვე აისახება
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდილი თანხის ბიზნესანგარიშზე ასახვას ოპერაციის შესრულებიდან სულ რამდენიმე წუთი სჭირდება და ჩარიცხული თანხით სარგებლობა მომენტალურად შეგიძლიათ. თანაც ამ უპირატესობით სარგებლობა შესაძლებელია როგორც სამუშაო საათებში, ისე შაბათ-კვირას 24 საათის განმავლობაში.
3. ინოვაციური სერვისები
ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით საშუალებას გაძლევთ, ერთი მოწყობილობით დაბეჭდოთ ქვითარი როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებისას. კომპანიებს, რომლებიც საქართველოს ბანკის ტერმინალს ფლობენ, დაინტერესების შემთხვევაში შეუძლიათ გააქტიურონ ტერმინალის დამატებითი ფუნქციები, მათ შორის: სამადლობელი, ქულებით გადახდა და ა.შ.
ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ტერმინალის სალაროსთან ინტეგრირების ფუნქციით, რაც ტრანზაქციის შესრულებას კიდევ უფრო ამარტივებს.
4. შეთავაზებები და მომხმარებლების მოზიდვის შესაძლებლობები
საქართველოს ბანკი პარტნიორ სავაჭრო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში მომხმარებლებს, რომლებიც სხვადასხვა ბარათით იხდიან, გადახდების წამახალისებელ აქციებს მუდმივად სთავაზობს. აქციების შესახებაც ინფორმაცია სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის გავლით საქართველოს ბანკის ბარათის მფლობელებს ეგზავნებათ. მსგავსი შეთავაზებები სავაჭრო ობიექტებისთვის ტრანზაქციების მოცულობისა და ახალი მომხმარებლების მოზიდვის შესაძლებლობაა.
5. ტერმინალის შეკვეთა და გააქტიურება სწრაფი და მარტივი პროცესით
თქვენი პირველი ტერმინალის მოთხოვნა ბიზნეს მენეჯერიდან შეგიძლიათ. ამის შემდეგ ტერმინალით სარგებლობას და გადახდების მიღებას მომსახურების აქტივაციიდან უმოკლეს დროში შეძლებთ. გარდა ამისა, პარტნიორი კომპანიებისთვის, რომლებიც ტერმინალით სარგებლობენ, ფუნქციონირებს საქართველოს ბანკის სპეციალური ცხელი ხაზი (0 32 2 444 401), რომელიც საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს გაგიწევთ ტექნიკურ მხარდაჭერას. აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველთვის პერსონალური მენეჯერი შეეცდება თქვენს დახმარებას.
საქართველოს ბანკის ტერმინალის უპირატესობები მრავალფეროვანია: ხარჯების დაზოგვა, გაყიდვების ზრდა, ახალი მომხმარებლების მოზიდვა, გამარტივებული მომსახურება და ა.შ. ტერმინალების ტიპების და დეტალური პირობების ნახვას შეძლებთ ბმულზე.
უახლესი
12 საათის წინ
Chizzzy თბილისში პირველ კაფეს ხსნის12 საათის წინ
არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია 10 თეთრით გაიზარდა