2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 493.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.9 პროცენტით მეტია.
აქედან ექსპორტი 1 962.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 23.6 პროცენტით), ხოლო იმპორტი 4 531.0 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 21.2 პროცენტით).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-აპრილში, 2 568.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6 პროცენტია.
ქვეყნების ჯგუფების წილს საქართველოს მთლიან ექსპორტსა და იმპორტში:
ევროკავშირის ქვეყნები - 14.8%
დსთ-ის ქვეყნები - 60.2%
დანარჩენი ქვეყნები - 25.0%
ქვეყნების ჯგუფების წილი იმპორტში 2023* წლის იანვარ-აპრილში
ევროკავშირის ქვეყნები - 24.6%
დსთ-ის ქვეყნები - 26.2%
დანარჩენი ქვეყნები - 49.3%
2023 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.6 პროცენტი შეადგინა.
უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
2023 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.2 პროცენტი შეადგინა.
პირველ სამეულში შედის:
2023 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.2 პროცენტი შეადგინა.
ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:
უახლესი