დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
4 ათას ტონა ყურძენს ჩავიბარებთ, მეღვინეობის სუბსიდირება ჯერჯერობით აუცილებელია  - ,,თელავის ღვინის მარანი"

4 ათას ტონა ყურძენს ჩავიბარებთ, მეღვინეობის სუბსიდირება ჯერჯერობით აუცილებელია - ,,თელავის ღვინის მარანი"

22-08-2023 20:00:06

ღვინის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანია ,,თელავის ღვინის მარანი" წლევანდელ სეზონზე 4 ათასი ტონა ყურძენს ჩაიბარებს. კომპანიის დამფუძნებელი, ბიზნესმენი ზურაბ რამაზაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ საქართველოში მეღვინეობის სფერო ჯერ არ დგას იმ დონეზე, რომ სუბსიდიის მიმართ მიდგომა შეიცვალოს, ეს მხარდაჭერა ჯერჯერობით აუცილებელია. 

,სუბსიდია გვიმცირებს თვითღირებულებას, რაც მეღვინეებისთვის დიდი მხარდაჭერაა. ჯერჯერობით არის ამის აუცილებლობა, რის გამოც მთავრობა ამ მოდელს ვერ შეცვლის. წარმატებულ სეზონს ველოდებით, ჩვენს შემთხვევაში, 4 000 ტონა ყურძნის ჩაბარებას ვგეგმავთ, დანარჩენი საკუთარი ვენახიდან შეივსება. არაფერი განსაკუთრებული, წელსაც ისევე ჩატარდება რთველი, როგორც წინა წლებში ხდებოდა. რეალურად რა შედეგს მივიღებთ, წლის ბოლოს გამოჩნდება. სუბსიდია ნაწილობრივ გვიმცირებს თვითღირებულებას, მაკროეკონომიკურ გავლენაზე მთავრობამ უნდა ისაუბროს.

წარმოებაში ზრდას ვგეგმავთ, მაგრამ კონკრეტულად რა მაჩვენებლით, ჯერ საუბარი მიჭირს. ექსპორტზე ძირითადად ტრადიციულ ბაზრებზე ვართ წარმოდგენილი, თუმცა დივერსიფიკაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით", - ამბობს ზურაბ რამაზაშვილი.

ცნობისთვის, „თელავის ღვინის მარნის“ პროდუქცია უკვე 34 ქვეყანაში გადის. კომპანია 50 დასახელების პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის, სუფრის ღვინოები, რეგიონული ღვინოები, ადგილწარმოშობის, ერთი ვენახის და ქვევრის, ანუ სატრაპეზო ღვინო, რომელიც ყველაზე მაღალ საფასო კატეგორიაშია.

აღსანიშნავია, რომ რთველი 2023-ის ფარგლებში, რქაწითლისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირებას სახელმწიფო განახორციელებს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2023 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითლის და/ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს 0,90 ლარზე არანაკლებს გადაუხდის.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები