დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
3 დასახელების ბუშტში ჯანმრთელობისათვის საზიანო ნივთიერებები აღმოჩნდა

3 დასახელების ბუშტში ჯანმრთელობისათვის საზიანო ნივთიერებები აღმოჩნდა

10-01-2024 18:55:00

ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტომ საქართველოს სავაჭრო ქსელში სარეალიზაციოდ განთავსებულ 3 დასახელების ბუშტში ჯანმრთელობისათვის საზიანო ნივთიერებები აღმოაჩინა.

Momxmarebeli.ge-ს განცხადებით, 2 დასახელების ბუშტის შესახებ თავად გამყიდველმა, კომპანია „სამმა ძმამ“ გამოაქვეყნა ინფორმაცია. 

„ძვირფასო მომხმარებელო, კომპანია „სამი ძმა“ ვალდებულებას იღებს გაცნობოთ, რომ ჩვენი პროდუქციიდან 2 დასახელების ბუშტის იმპორტირება და რეალიზაცია შეწყდა. ლაბორატორიულმა კვლევებმა უარყო ამ 2 პროდუქტის უვნებლობა, რის საფუძველზეც გადაწყდა მათი რეალიზაციიდან ამოღება და ასევე, უკვე რეალიზებული პროდუქციის უკან გამოთხოვა. თუ თქვენ შეიძინეთ აღნიშნული ბუშტები გთხოვთ, დაგვიბრუნოთ „სამი ძმის“ ნებისმიერ ფილიალში 60 დღის ვადაში“, - აცხადებენ „სამ ძმაში". 

კომპანიის ინფორმაციით, ერთი დასახელების ბუშტში (სერია/მარკა AUF-20, მწარმოებელი: შპს „სამი ძმა“) ნიტროზამინის (NDMA, GAS NO 62-75-9) მიგრაცია ელასტომერში შეადგენს 0.08 მგ/კგ-ს, რაც 1.6-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას (<0.05მგ/კგ). მეორე დასახელების ბუშტებში კი (მწარმოებელი XIONG FENG) ნიტროზამინის (NDELA,CAS NO 1116-54-7) მიგრაცია ელასტომერში შეადგენს 0.18 მგ/კგ-ს, რაც 3.6-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას (<0.05 მგ/კგ). 

რაც შეეხება მე-3 დასახელების ბუშტს, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს კვლევამ აჩვენა, რომ ნიტროზამინის (NDELA, CAS NO 1116-54-7) მიგრაცია ელასტომერში შეადგენს 0.097 მგ/კგ-ს, რაც 1.94-ჯერ აღემატება სტანდარტით (EN71-12) დასაშვებ ნორმას. 

კომპანია „სამი ძმის“ ინფორმაციით, ნიტროზამინები კანცეროგენულ, მუტაგენურ ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკურ CMR ნივთიერებას წარმოადგენს. მასთან ხშირმა კონტაქტმა შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის ორგანიზმის გამოუსწორებელი დაზიანება, როგორიცაა: სიმსივნე, მუტაცია ან რეპროდუქციული მოწამვლა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

8 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები