,,საშხაპე“ გაცილებით მეტია, ვიდრე ავტოსამრეცხაო. კომპანია რამდენიმე სერვისს აერთიანებს, როგორიცაა ავტოსამრეცხაო, ტექინსპექტირების ცენტრი და კაფე. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ავტოსამრეცხაო მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება, მომსახურების პირობები, გრაფიკთან ერთად, კომპანიას ქართულ ბაზარზე აშკარად გამოარჩევს.
,,ბაზარზე ნამდვილად არის კონკურენტული გარემო, ბევრი ახალი კომპანია შეიქმნა, რომელიც რეცხვის სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. თუმცა ვთვლით, რომ კონკურენტული უპირატესობა ნამდვილად ჩვენს მხარეზეა. ამის პირობას იძლევა მოქნილი პირობები, კომფორტული გარემო მომხმარებლებისთვის და უწყვეტი სამუშაო გრაფიკი, 24 საათის განმავლობაში ვემსახურებით მომხმარებლებს და ვქმნით მათზე მორგებულ, მაქსიმალურად კომფორტულ და მიმზიდველ გარემოს. სამრეცხაოსთან განთავსებულია ბარ-რესტორანი ღია ვერანდით, სადაც ევროპული სამზარეულოს დაგემოვნებაა შესაძლებელი. მრავალფეროვანი სერვისი, ხარისხი და გარემო მთლიანობაში დებს გარანტირებულ შედეგს, რაც მოთხოვნაზეც აისახება. ნებისმიერ პერიოდში აქტიურად მოგვმართავენ ჩვენი კლიენტები. ,,საშხაპე“ ეს არის ადგილი, სადაც ავტომფლობელებისთვის ყველაზე კომფორტული პირობებია შექმნილი, რაც საბოლოოდ მათ არჩევანს განსაზღვრავს“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი Business Insider Georgia- თან.
ცნობისთვის, ,,საშხაპე“ 2012 წელს შეიქმნა.
ამ ეტაპზე იგი ორი ლოკაციით არის წარმოდგენილი უნივერსიტეტის ქუჩაზე და უკვე წერეთლის გამზირზეც.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი
14 საათის წინ
„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს15 საათის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო16 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა17 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა