დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2022 წელს არმატურის ბაზრის 66%-ი ორ ქართულ კომპანიას ეკავა - რატომ იზრდება იმპორტის წილი ბაზარზე

2022 წელს არმატურის ბაზრის 66%-ი ორ ქართულ კომპანიას ეკავა - რატომ იზრდება იმპორტის წილი ბაზარზე

21-05-2023 17:00:05

2022 წელს საქართველოში მოხმარებული არმატურის 66% ადგილობრივი წარმოების იყო, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის კვლევაშია ნათქვამი. 

ბაზარზე ორი ძირითადი მწარმოებელი ფუნქციონირებს: შპს ჯეოსტილი და შპს რუსთავის ფოლადი.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელთნ შედარებით ადგილობრივი წარმოების წილი მთლიან მოხმარებში 9 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ სამშენებლო მასალების ბაზარზე მოთხოვნის ზრდის მიუხედავად 2022 წელს არმატურის ადგილობრივი წარმოება რეალურ მაჩვენებლებში 4%-ით 321 ათას ტონამდე შემცირდა, ხოლო იმპორტი, პირიქით, 54%-ით გაიზარდა 190 ათას ტონამდე.

არმატურის ადგილობრივი წარმოების კლების ძირითადი მიზეზი არის საწარმოო ხარჯების ზრდა, რომელიც ლარის ნომინალური გამყარებით და ჯართის ფასების ზრდით იყო განპირობებული. ეს კი საბოლოო პროდუქტის გასაყიდ ფასშიც აისახა.

არმატურის ფასი აშშ დოლარში 2022 წელს საშუალოდ 11%-ით გაზარდა.

იმავე პერიოდში, იმპორტირებული არმატურის საშუალოწლიური ფასი თითქმის უცვლელი დარჩა (+1% წ/წ 2022 წელს), რის შედეგად მოთხოვნა იმპორტზე გაიზარდა.

არმატურის იმპორტის ზრდა (+54% წ/წ 2022 წელს) ძირითადად რუსეთიდან და ირანიდან შეინიშნება.

ფასებისა და იმპორტის ზრის გამო, 2022 წელს არმატურის ბაზრის ზომა საქართველოში გაიზარდა 20%-ით და 376$ მილიონი შეადგინა.

2022 წელს მოთხოვნა გაიზარდა ფოლადის სხვა სამშენებლო მასალებზეც, რომლებიც მოიცავს ფოლადის მილებს, პროფილების, ნაგლინებს, წნელებს და მავთულებს. აღნიშნული მასალების იმპორტი 2022 წელს რეალურ მაჩვენებლებში 26%-ით, ხოლო ღირებულებაში (აშშ დოალარშუ) 31%-ით გაიზარდა.

ფოლადის სხვა სამშენებლო მასალების იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან, ჩინეთიდან, რუსეთიდან, ირანიდან და სომხეთიდან. არმატურის მსგავსად, ფოლადის სხვა მასალების იმპორტში, 2022 წლის მეორე ნახევრიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთის წილი. 2023 წლის იანვართებერვლის მონაცემებით კი რუსეთი აღნიშნული პროდუქციის ძირითადი მომწოდებელი გახდა

საქართველოსთვის (მთლიანი იმპორტის 30%), რაც საბაზროზე შედარებით დაბალი ფასებით პროდუქციის მოწოდებით აიხსნება.

2023 წლის თებერვლის მდგომარეობით საქართველოში იმპორტირებული ფოლადის მასალების საშუალო ფასი ($/ტონა) წლიურად 18%-ით არის შემცირებული.

რუსული წარმოშობის ფოლადის მასალების ფასების კლება კი უკავშირდება მოთხოვნის შემცირებას, რაც 2022 წელს რუსეთში სამშენებლო სექტორის დაღმასვლით და ევროკავშირის მიერ რუსეთიდან ფოლადის მასალების იმპორტზე დაწესებული სანქციებით არის განპირობებული.

ფასების შემცირების არსებული ტრენდი, სავარაუდოდ, მომავალშიც გაგრძელდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები