საერთაშორისო ბრენდი Cinnabon-ი რომელიც თბილისის გასტრონომიულ ბაზარზე დაახლოებით ორი წლის წინ გამოჩნდა, მიმდინარე წელს საქმიანობას დადებითად აფასებს.
„ტკბილეულის ცნობილი ბრენდი უკვე ძალიან პოპულარული გახდა ქართულ ბაზარზე და მზარდი მოთხოვნაა. ორივე ფილიალი “გალერია თბილისი” და “სითი მოლი “ წინა საახალწლო დღეებში იმუშავებს სრული დატვირთვით ღამის 12 საათამდე. ასევე გვექნება საახალწლო აქციები ჩვენი სტუმრებისთვის“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს Cinnabon® Georgia-ს პიარ-დირექტორმა ქეთი ფეიქრიშვილმა განაცხადა.
Cinnabon® Georgia-ს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ბრენდის ტკბილეულზე მოთხოვნა იზრდება და 2025 წელს კომპანია ახალი პროდუქტების დამატებასა და კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს.
„2024 წელი ტურისტულად დატვირთული იყო, მოთხოვნა ქართველების მხრიდანაც მზარდია განსაკუთრებით საბურთალოს „სითი მოლის” ფილიალში, მიუხედავად იმისა რომ ჯერ ოფიციალური გახსნა არ გვქონია და სოციალურ ქსელშიც რეკლამა ჯერ არ განთავსებულა.
მომავალი წლიდან “CINNABON GEORGIA” ახალი პროდუქციის დამატებას და ბევრ სიახლეს გეგმავს. 2025 წელს კომპანია გეგმავს გაფართოებას, რაც განპირობებულია მომხმარებლის მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე“, - განაცხადა ქეთი ფეიქრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის გასტრონომიულ ბაზარზე Cinnabon®-ის ბრენდის კაფე-საცხობი 2023 წლის 16 მაისს გაიხსნა. კაფე-საცხობ Cinnabon® - ში წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის დესერტები თბილი ცომის, დარიჩინისა და შოკოლადის არომატით, მსოფლიოში განთქმული დარიჩინის როლები, რომელიც გახლავთ Cinnabon® -ის სავიზიტო ბარათი. ასევე მრავალფეროვანი უალკოჰოლო სასმელების ასორტიმენტი, რომელიც გამოირჩევა ხელმისაწვდომი ფასებითა და გათვლილია ყველა სეგმენტის მომხმარებლისთვის.
ცნობისთვის, Cinnabon®-ი 1985 წელს, აშშ-ში დაარსდა. სინაბონის დარიჩინის როლები არის უკონკურენტო მსოფლიოში კაფე საცხობებს შორის, რადგან ის იქმნება უმაღლესი ხარისხის ექსკლუზიური პროდუქტებით. კომპანია ქმნის ახალ, არომატულ, ცხელ- ცხელ დარიჩინის როლებს, სხვადასხვა ცომეულს და სინაბონის სასმელებს - „ჩილატებს“, ასევე მომხმარებელს შეუძლია სინაბონში მიირთვას, გამორჩეულად არომატული ყავა.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი ევროსთან და დოლართან გამყარდა