მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყანას, ბულგარეთს 4 წლით ჩამორჩება და როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ განაცხადა, შესაძლოა 2029 წლისთვის ეს ჩამორჩენა სრულად აღმოიფხვრას და 2030 წლისთვის საქართველოს იყოს ევროკავშირის ქვეყნის შესაბამისი კეთილდღეობის ქვეყანა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით.
„როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე აქ მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობა იგულისხმება. მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, რომ შევედაროთ სხვა ქვეყნებს როგორია ჩვენი მსყიდველუნარიანი ეკონომიკა საქართველოში და როგორია მაგალითად ეკონომიკური კუთხით ევროკავშირის ბოლო ქვეყანაში, როგორიც არის ბულგარეთი? ევროკავშირს ვერ დაეწევი თუ არ დაეწიე ბულგარეთს. წინა წლებში, მაგალითად 12 წლის უკან თუ ჩამორჩენა გვქონდა ბულგარეთთან ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველუნარიანი ეკონომიკით დაახლოებით 9-10 წლიანი, ახლა ეს ჩამორჩენა შევამცირეთ 4 წლამდე. როგორც სსფ ამბობს, 2024 წლის მიმდინარე პროგნოზით საქართველოს მსყიდველუნარიანი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე იქნება 27 ათასი დოლარი და ეს შეესატყვისება ბულგარეთის 4 წლის წინანდელ მაჩვენებელს. 2025 წელს იქნება დაახლოებით 30 ათასი დოლარი, რაც შეესატყვისება ბულგარეთის 2021 წლის მაჩვენებელს. ანუ ბულგარეთსა და საქართველოს შორის ჩამორჩენა შემცირებულია 4 წლამდე და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო გაცილებით უფრო მაღალ ტემპს და მაჩვენებელს აჩვენებს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, ვიდრე სსფ ამას პროგნოზირებს, 2029 წლისთვის ეს 4 წლიანი ჩამორჩენაც შესაძლოა აღმოფხვრილი იყოს და 2030 წლისთვის ვიყოთ ევროკავშირის ქვეყნის შესაბამისი კეთილდღეობის ქვეყანა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით. საქართველოს ეკონომიკა წლიდან წლამდე საკმაოდ მაღალ შედეგებს აჩვენებს“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
უახლესი