დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო აჩვენებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას - მიხეილ დუნდუა

საქართველო აჩვენებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას - მიხეილ დუნდუა

01-11-2024 10:47:00

საქართველო აჩვენებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ განაცხადა, რომელმაც მიმდინარე პერიოდის ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები შეაფასა. 

დუნდუას თქმით, თვიდან თვემდე ვხედავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა ძლიერდება.

„9 თვის ეკონომიკური მაჩვენებელი თითქმის ორნიშნაა - 9,8% და ეს მაჩვენებელი არის გამორჩეული რეგიონში და სამაგალითო მსოფლიოში. და უფრო მაღალი, ვიდრე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) პროგნოზი. როგორც წესი სსფ დადებითად აფასებს საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკას, მაგრამ როგორც წესი საქართველოს ეკონომიკა უფრო მაღალ შედეგს დებს, ვიდრე არის სავალუტო ფონდის პროგნოზი.

ისინი საკმაოდ ფრთხილად და წინდახედულად უყურებენ საკითხს და ზედმეტ ოპტიმიზმს არ იჩენენ მონაცემების პროგნოზირებისას. საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ყველა ინსტიტუტმა გაზარდა. სსფ ამბობს, რომ 5 წლიანი ეკონომიკური ზრდის მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზე იქნება და ამ ლიდერობას 2029 წლის ჩათვლით შეინარჩუნებს. ვგულისხმობ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის ზრდას. რატომ არის აქ მნიშვნელობანი პანდემიამდელი პერიოდის ხაზგასმა - როდესაც 2020 წელს მოხდა ეკონომიკური ვარდნა საქართველოსა და მსოფლიოში, 2020 წელს რომ შეადარებ ბუნებრივია, რომ მაღალი ზრდა გექნება, მაგრამ იმისათვის, რომ ობიექტური იყო და პანდემიის ეფექტი გამორიცხო, ამისათვის მაჩვენებლები უნდა შეადარო 2019 წლის მაჩვენებლებს. 2019 წლის შემდეგ ათწლიანი ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, საქართველო მუდმივად იქნება მეორე ადგილზე მსოფლიოში - როგორც ამას სსფ ამბობს“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები