დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი

26-10-2024 15:23:00

შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან დამაიმედებელიმონაცემები მოდის რეგიონებიდანაც დაქალაქებიდანაც, მათ შორის, განსაკუთრებითთბილისიდან „ქართული ოცნებისთვის“ დასაქართველოსთვის და სხვებს ვერ გეტყვით. რამდენიმე დეტალთან დაკავშირებით მინდა თქვენიყურადღება გავამახვილო განსაკუთრებით, არშეიძლება არ აღვნიშნო, მე მგონი აქ არ არისსაერთოდ, თვალით ვეძებ და ვერ ვხედავ, „ტვპირველს“, „მთავარი“ და „ფორმულაც“ კი ისე არიქცევა, როგორც „ტვ პირველი“ დღეს. ეტყობა რაღაცგანსაკუთრებული დავალება აქვთ, მათ თავისი როლიაქვთ და რისთვის ხდება ეს ყველაფერი? 

და რა ხდება. ჯერ პირველ რიგში რა ხდება აქედანდავიწყოთ. მაგალითად, ბოლო საათ ნახევრისგანმავლობაში ისანში გადაადგილდება 30 კაციანიჯგუფი, შეიძლება ცოტა მეტიც, მინიმუმ 30 კაციანიჯგუფი, რომლებიც მიდიან, ფიზიკურად უსწორდებიანიქ მყოფ ადამიანებს განურჩევლად იმისა, ვინხვდებათ ადგილზე. ფიზიკურად უსწორდებიან, აგინებენ, უწყობენ პროვოკაციებს იმისათვის, რომშეიქმნას არეულობის კერები. მათ შორის, განსაკუთრებით ეს ხდება იმ ლოკაციებზე, სადაცარის „ტვ პირველი“. ეს არის დამთხვევა, მაქსიმუმრამდენი ჯგუფი ეყოლება ახლა „ტვ პირველს“, ჟურნალისტები ყველაზე კარგად მიხვდებით, მაინცდა მაინც იმ ლოკაციებზე, სადაც არის „ტვ პირველი“ გადაადგილდება 30-ზე მეტ ადამიანიანი ჯგუფი, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებიან ადამიანებს, ამომრჩევლებს, აქტივისტებს და ასე შემდეგ. 

ახლა რისთვის ხდება ეს ყველაფერი. მემოგასმენინებთ „ტვ პირველის“ წამყვანების ერთფრაზას და უდავოა, რომ ეს არის დადგმულისპეცოპერაცია ზონდერების და ტელე-ზონდერებისჩართულობით. „ქართულ ოცნებას უკვე სჯერა, რომარჩევნებს აგებენ და გადასული არიან პირდაპირიმნიშვნელობით ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. ძნელიწარმოსადგენია, რომ ასეთ პირობებში ჩატარებულიარჩევნები ჩაითვალოს ლეგიტიმურად“ - აი, ეს არისყველაფერი. ამით ყველაფერია ნათქვამი. ძნელიწარმოსადგენია -„ტვ პირველი“ ამბობს, ანუ, ნაცმოძრაობა ამბობს, ძნელი წარმოსადგენია, რომასეთ პირობებში ჩატარებული არჩევნები ჩაითვალოსლეგიტიმურად და რატომ? მათი ზონდერები დარბიან, ხალხს სცემენ, შეურაცხყოფას აყენებენ, მერეხანდახან პასუხსაც იღებენ, მაგრამ თურმელეგიტიმაციას აქვს პრობლემა იმიტომ, რომ სადაციქნება „ტვ პირველი“ იქ რომ მივარდება ვიღაცზონდერი და ვიღაცას ხელს დაარტყამს და დედასშეაგინებს ეს არის დელეგიტიმაციის საფუძველითურმე. მეტი ვერაფერი მოახერხეს ამ ქვეყანაშიდღეს. 

 

მინდა გაგაცნოთ ახალი ინფორმაცია, რომელიცმოპოვებული იქნა პარტიულად - სუსი, უსაფრთხოებისსამსახურები გამორიცხოთ აბსოლუტურადშეგიძლიათ. ნაცმოძრაობის ჯგუფებში ჩაყრილიფოტოები და ის ადგილები, სადაც პროვოკაცია ანმოეწყო, ან უნდა მოეწყოს, სიტყვასიტყვით„ნაცმოძრაობის“ შიდა ჩათი: „მეგობრებო, უსაქმურები და ბირჟავიკები, ცეცხლის ზარი დავცეთჩვენს დანახვაზე, არ დაუთმოთ არაფერიკანონსაწინააღმდეგო რასაც ნახავთ, 100 მეტრიდისტანცია არი დადგენილი კანონით და შეგიძლიათეს მოიშველიოთ, თქვენი აკრედიტაციები ბევრისუფლებას გაძლევთ. აკონტროლეთ ყველაფერი“, ანუძალადობის პირდაპირი მითითება, თან მათცემა-ტყეპას უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური საფუძველი, რომ 100 მეტრის შიგნით დგახარ და უნდა გცემოოუნდა უთხრან ალბათ, ყველას აქვს რაღაც ბეიჯითითქმის, ზონდერებს, ანუ სხვადასხვაორგანიზაციების სახელით გადაადგილდებიან. ასევესქრინები „ნაცმოძრაობის“ შიდა ჩათიდან, სადაცუნდა მოხდეს ან მოხდა [პროვოკაცია]. 

ვაფრთხილებ ყველას, განსაკუთრებით„ნაცმოძრაობას“, თქვენი შიდა ჩათიდან იწერებიანყოველწუთიერად რაღაცებს, ამიტომ, ახლადავალებების გაშიფვრას თავი დაანებეთ, უკვეგაიშიფრეთ - ეს ერთი; მეორე, ამ პანიკასაც თავიდაანებეთ და ლეგიტიმაციის ეჭვის ქვეშ დაყენებისსაფუძველი აქვს არავის. ამ ქვეყანაში, ასეთი მდაბიოფეიკებით და 30-კაციანი ზონდერ-ჯგუფებით ვერავინშეცვლის ამ ქვეყნის პოზიტიურ ისტორიას. 

ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ თავი დაანებონპროვოკაციებს, იმით ნუ სარგებლობენ, რომდავალება გვაქვს გაცემული ჩვენს პარტიულაქტივისტებზე, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი. ვიღაცები რაღაცებს რომ უთმენენ, ეს იმას არნიშნავს, რომ მათი დაჩაგვრა შეიძლება - არავინთავს არ დაგაჩაგვრინებთ, მაგრამ, ამავე დროს, ნუსარგებლობთ მათი მოთმინებით და ასევე, ამომრჩევლის მოთმინებით. როგორც ჩანს, ჩვენიამომრჩეველი ამ ჩვენს კეთილ, გულწრფელმოწოდებას დაექვემდებარა და სანამ დედისგინებაზე და ცემა-ტყეპაზე არ გადადიან, პასუხს არაძლევენ, წარმოიდგინეთ, ამ უბინძურესპროვოკაციას. ამიტომ, ეს 30-კაციანი ჯგუფი რამდენსივლის, მეტის რესურსი არ აქვთ, ანუ არგვიფიქსირდება ისეთი მომენტები, რომ მთელქალაქში დადიოდნენ სხვადასხვა ჯგუფები. ერთიჯგუფი დადის, ჯერ მივიდნენ ვაზისუბანში 163-ესკოლასთან, წინა ბრიფინგზეც ვთქვი, შემდეგწავიდნენ ისანში წმ. ბარბარეს ეკლესიასთან, ახლაწინასწარ გეუბნებით, ჩადიან დირსის დასახლებაში - ახლა გზიდან მიტრიალდებიან, თუ ვინმე დაურეკავს, მდინარაძემ ბრიფინგი გააკეთაო და ასე მოძრაობენ, დაბოდიალობენ წინ და უკან. ყველა ამომრჩეველზეპასუხს ვერ ვაგებთ, სხვათა შორის, ესეც შემიძლიაგითხრათ. 

 

ავტორი:

მარიამ ხეთაგური
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები