აჭარის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების ორი კვარტლის შესრულება 308 299 600 ლარს შეადგენს, რაც გეგმის 103,2 პროცენტია.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შემოსავლები 293 093 500 ლარს შეადგენს, გეგმა 110,3 პროცენტით შესრულდა (გეგმა 265 751 000 ლარი)
გადასახადის შესრულებამ 286 777 800 ლარი შეადგინა, რაც გეგმის 112,5 პროცენტია. (გეგმა 255 000 000 ლარი)
აჭარის ა.რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, 2024 წლის ექვს თვეში, თვითმმართველი ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური ფინანსური დახმარების გეგმა 64 426 500 ლარს შეადგენს, საიდანაც 55 113 600 ლარი ათვისებულია.
აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან თვითმმართველი ერთეულებზე გადასაცემი სპეციალური ფინანსური დახმარების გეგმა 52 069 600 ლარია, საიდანაც 38 263 300 ლარი ათვისებულია.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიში საკანონმდებლო ორგანოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა