დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 23 435.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 23 435.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

20-01-2025 11:17:00

2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 23 435.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 8.0 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 6 560.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 7.8 პროცენტით), ხოლო იმპორტი 16 874.9 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 8.1 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წელს, 10 314.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.0 პროცენტია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს გრაფიკული გამოსახულება, 2021-2024 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით.

2024 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (1 287.4 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (859.9 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (724.5 მლნ. აშშ დოლარი).

ავტორი:

მარიამ ბახტაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები