დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წელს საქართველომ მოგზაურობიდან $4.42 მილიარდის შემოსავალი მიიღო

2024 წელს საქართველომ მოგზაურობიდან $4.42 მილიარდის შემოსავალი მიიღო

20-01-2025 11:24:00

2024 წელს საქართველომ ტურიზმიდან $4.42 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7.3%-ით მეტია.

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნების წილი 12.9%-ით განისაზღვრა და 571.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 3.9%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.  

კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან და უკრაინიდან  მიღებული შემოსავლები - 2024 წელს რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავალი 9.4%-ით, ხოლო უკრაინიდან - 18.9%-ით შემცირდა.

2024 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად მაღალი პროცენტული ზრდა დაფიქსრდა ისრაელიდან - 41.6%, საუდის არაბეთიდან - 21.2%,აზერბაიჯანიდან - 18.1 %, ირანიდან - 17.9%. 

საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან 2024 წელს შემდეგნაირად ნაწილდება:

ავტორი:

მარიამ ბახტაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები