2024 წელს საქართველოში 122 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, მათ შორის 75 საჯარო, ხოლო 47 კერძო.
2024 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 17.1 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 49.7 პროცენტი ქალია, ხოლო 50.3 პროცენტი - კაცი. 2023 წელთან შედარებით სტუდენტების მიღების მაჩვენებელი გაზრდილია 10.3 პროცენტით.
რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების რიცხოვნობით ლიდერობენ ქ. თბილისი (36.4%), აჭარა (18.6%), იმერეთი (11.9%), ქვემო ქართლი (10.1%), სამერელო-ზემო სვანეთი (8.9%) და კახეთი (4.8%).
2024 წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 257 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 31.1 პროცენტი ქალია, ხოლო 68.9 პროცენტი კაცი. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა ქ.თბილისში (47.1%).
2024 წელს, კურსდამთავრებულთა რიცხოვნობამ 9.5 ათასი შეადგინა, რომელთაგან 47.7 პროცენტი ქალია, ხოლო 52.3 პროცენტი კაცი. კურსდამთავრებულთა უმეტესობა მოდის ინჟინერიის, წარმოების და მშენებლობის (24.6%), მომსახურებების (20.3%), ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის (13.5%) პროგრამებზე.
უახლესი
23 წუთის წინ
SOLO-ს 3 მარტის შეთავაზებები მომხმარებლებს