დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2023 წლის კოლექციას 30 მოდელი დავამატეთ - NIKOLO BREGA

2023 წლის კოლექციას 30 მოდელი დავამატეთ - NIKOLO BREGA

11-11-2023 14:15:29

ხელნაკეთი სათვალეებისა და საათების ცნობილი ბრენდი NIKOLO BREGA მომხმარებელს სიახლეს ყოველწლიურად   სთავაზობს. ამ მხრივ არც წლევანდელი სეზონი აღმოჩნდა გამონაკლისი. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, დიზაინერი  ნიკოლოზ ბრეგაძე Business Insider Georgias- თან ამბობს, 30 მოდელი დაემატა კოლექციას, აქედან 20 მოდელი შემოდგომის პერიოდისთვის შეიქმნა.

,,თავის დროზე, როცა წარმოებას ვიწყებდით, გავრისკეთ და ისეთი პროდუქცია შევთავაზეთ მომხმარებელს, რაც ბაზრისთვის უცხო იყო. ხის სათვალეების და აქსესუარების მიმართ გარკვეული სკეპტიკური დამოკიდებულება არსებობდა. ზოგი თვლიდა, რომ ძვირია და სხვა. ახლა ფასის პრობლემა არ არის, ჩვენი ბრენდი კარგად მიიღო მომხმარებელმა და დღეს უკვე უამრავი გულშემატკივარი გვყავს. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე,  20-30 მოდელს ვამატებთ ყოველწლიურად, მიმდინარე სეზონზე დაახლოებით 20 მოდელი დაემატა“, - ამბობს დიზაინერი.

ნიკოლოზ ბრეგაძის თქმით,   NIKOLO BREGA-ს სათვალეები გამორჩეულია იმით, რომ ნატურალურია, ხარისხიანი და აბსოლუტურად უსაფრთხოა.

,,გვაქვს კაკლის, ბზის, ამერიკული წითელი ხის, მუხის მასალისგან დამზადებული ხის ჩარჩოები, რაც დიზაინითაც გამოირჩევა. ხესთან ერთად, სხვადასხვა მასალაზე ვმუშაობთ, როგორიცაა ვერცხლი, პლასტმასა და სხვა ლითონი. გამორჩეულია შუშაც, რომელიც 100%-ით იცავს თვალს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან“, - ამბობს ნიკოლოზ ბრეგაძე.

როგორც ცნობილია, სულ ახლახან კომპანიამ ვერცხლის საათები ჩაუშვა წარმოებაში, რომლის ღირებულებაც 1000-2000 ლარის ფარგლებშია.

რაც შეეხება ხის სათვალეებს, ფასი 250-დან 300 ლარამდეა, პლასტმასის - 300 ლარი ღირს, ვერცხლის ჩარჩოიანის ფასი 700 ლარია, უჟანგავი მეტალის - 400 ლარი.

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები