2023 წელს ქვეყანაში რეკორდული ღირებულების სუნამოების იმპორტი დაფიქსირდა. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს ქვეყანამ 37,284.62 ათასი დოლარის სუნამოები და ტუალეტის წყალი იყიდა, 2022 წელს კი 26,077.95 ათასი დოლარის, შესაბამისად ზრდა 43%-ია. აღსანიშნავია, რომ ბოლო 15 წლის სტატისტიკით 2023 წელს ქვეყანაში იმპორტირებული სუნამოების ღირებულება მაქსიმუმზეა.
ქვეყანაში იმპორტირებული სუნამოების 26.5%-ი საფრანგეთზე მოდის, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საფრანგეთი სუნამოების კუთხით ნომერ პირველი იმპორტიორია. მეორე ადგილზე 10%-იანი წილით ბელგიაა, ხოლო მესამეზე ესპანეთი, რომლის წილიც სუნამოების საერთო იმპორტის ღირებულებაში 9%-ია. 2022 წლის TOP-3 იმპორტიორი ქვეყანა საფრანგეთი, პოლონეთი და ბელგია იყვნენ. 2021 წელს კი პირველ ადგილზე რუსეთი, მეორეზე საფრანგეთი, ხოლო მესამეზე პოლონეთი იყო.
2023 წლის TOP-5 იმპორტიორი ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი ღირებულების სუნამოები შემოვიდა
უახლესი
5 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა