სადაზღვევო კომპანია ალდაგი 2023 წელს აჯამებს. გასული წლის მონაცემებით, ალდაგმა მომხმარებლებს 70 მლნ ლარი აუნაზღაურა და 25 ათასამდე ზარალი დაარეგულირა. ანაზღაურება როგორც MSME, ისეკორპორატიულ და საცალო შემთხვევებს მოიცავს. განსაკუთრებით დიდი თანხა, 14 მილიონი ლარიანაზღაურდა მხოლოდ აგროდაზღვევის სეგმენტში.
ალდაგი აქტიურად ვითარდება არასიცოცხლის დაზღვევის ყველა სეგმენტში, ნერგავს ინოვაციებს დაწლიდან წლამდე აფართოებს ბაზრის წილს. 2023 წლის ბოლოს ალდაგის ბაზრის წილი 30%-ს შეადგენდა დაწლის განმავლობაში ჯამურად მომხმარებელთა რაოდნეობა 31%-ით გაიზარდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამსხაზს, რომ ალდაგის ნდობის მაჩვენებელი ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება. 2023 წელს ალდაგმამომხმარებლებს ანაზღაურების მოქნილი და სწრაფი სქემა შესთავაზა, გააფართოვა მომხმარებელთამხარდაჭერის გუნდი და კონკრეტულ პროდუქტებზე სპეციალიზირებული ანაზღაურების გუნდი ჩამოაყალიბა, რამაც ანაზღაურების პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა.
„მოხარული ვართ, რომ ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებით, ვეხმარებით მომხმარებლებსრისკების უკეთ მართვაში. 2023 წელი საკმაოდ ბევრი მასშტაბური ზიანით იყო გამორჩეული და ალდაგმაკიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სანდო პარტნიორია როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე კომპანიებისთვის.. 2024 წელს მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტ სიახლეს ვპირდებით.. ვეცდებით, უფრო მეტი ადამიანიდავაინტერესოთ დაზღვევით, ავამაღლოთ ცნობიერება სადაზღვევო პროდუქტებზე, რომ დავეხმაროთადამიანებს ფინანსური რისკების სწორად მართვაში,.” - აცხადებენ ალდაგში.
უახლესი