დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2022 წელს მობილური მომსახურების აბონენტებმა 431 პეტაბაიტამდე მობილური ინტერნეტი მოიხმარეს

2022 წელს მობილური მომსახურების აბონენტებმა 431 პეტაბაიტამდე მობილური ინტერნეტი მოიხმარეს

01-06-2023 10:30:47

2022 წელს მობილური ინტერნეტ ტრაფიკი კვლავ გაიზარდა. კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, 2022 წელს მობილური მომსახურების აბონენტებმა 431 პეტაბაიტამდე მობილური ინტერნეტი მოიხმარეს.

ეს მოცემულობა განპირობებულია მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობისა და ბაზარზე ახალი თაობის ტელეფონების რაოდენობის ზრდით, ასევე 4G ქსელის დაფარვის გაფართოებითა და ინტერნეტ კავშირზე გაზრდილი მოთხოვნით.

„2018 წლიდან 2022 წლის ბოლომდე მოხმარებული ინტერნეტ ტრაფიკის საშუალო წლიური ზრდა 62%-ს შეადგენს. ამასთან, 2020 წლის შემდეგ მობილური ინტერნეტის ტრაფიკის ზრდის ტემპი იკლებს, თუმცა ნომინალური მაჩვენებლით წლიურად თითქმის იგივენაირად - დაახლოებით 100 – 120 პეტაბაიტით იზრდება“, - განმარტავენ კომისიაში. 

მობილური ინტერნეტის ტრაფიკის ნახევარზე მეტს „მაგთიკომის“ აბონენტები მოიხმარენ.

4G ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, იკლებს 2G და 3G ტექნოლოგიებით მოხმარებული ინტერნეტ ტრაფიკის მოცულობა. 2022 წელს მთლიანი მობილური ინტერნეტ ტრაფიკის 94% უკვე 4G ტექნოლოგიაზე მოდის.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ბოლოსთვის ყველაზე მეტი - 1,48 მლნ მობილური ინტერნეტ მომხმარებელი „სილქნეტს“ ჰყავდა, მას მოსდევს „მაგთიკომი“ 1.45 მლნ მომხმარებლით და „ბილაინი“, რომელსაც 1.17 მლნ. მომხმარებელი ჰყავს. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები