დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
15 ოქტომბერს  კიკეთის ფერმის კაფე საინტერესო სიახლეებით გიმასპინძლებთ

15 ოქტომბერს  კიკეთის ფერმის კაფე საინტერესო სიახლეებით გიმასპინძლებთ

14-10-2023 15:17:26

Weekend-ის სასიამოვნოდ გატარების მსურველებისთვის, ვისაც ცოცხალი მუსიკა, გართობა  დაბუნება უყვარს, კიკეთის ფერმა • Kiketi Farm  ამისთვის შესანიშნავი ადგილია.  ტრადიციულადკვირას, 19:00 საათზე, კიკეთის ფერმის კაფე მუსიკოს დათო ქარჩავას უმასპინძლებს.

როგორც ,,კიკეთის ფერმის კომუნიკაციების მენეჯერი ლიზა მეფარიშვილი Business Insider Georgia - თან ამბობსსაინტერესო ღონისძიებები ტურისტულ კომპლექსში შემოდგომის განმავლობაში დაშემდგომ პერიოდში გაგრძელდება, რაც სანახაობრივად საინტერესო და მრავალფეროვანია.

,,ჩვენს ტურისტულ კომპლექსში ერთ-ერთი საინტერესო სეგმენტი არის ფერმის კაფე, რომელიცგასული საუკუნის სათბურშია მოწყობილი. გარდა ამისა, ვარდების სანერგე ტრადიციულადაგრძელებს ჯაზის საღამოების სერიას ძველი თაობის ჯაზ-ბენდის მონაწილეობით; კიკეთის ფერმისკაფე მუსიკოს დათო ქარჩავას მასპინძლობა, ასევე იგეგმება მისი ბენდისნალიმუსიკალურისაღამოები, თეატრალური წარმოდგენები და კინოჩვენებები; საგანმანათლებლო სივრცე გეგმავსარაერთი ახალ თემატური მასტერკლასის დანერგვასა და სხვადასხვა მიმართულების არტისტებთანკოლაბორაციას. კაფის ტერასიდან ხედი პირდაპირ საცხენოსნო მოედანზე იშლება, რაც ერთგვარსანახაობას სთავაზობს სტუმარს. კაფეში გვაქვს როგორც ევროპული ისე აზიური კერძები ქართულიელემენტებით. სამზარეულოს ხელმძღვანელობს საქართველოსა და ავსტრიაში მოღვაწეშეფმზარეული ნონა პირველი. ჩვენი  საშემოდგომო პროგრამა ნეიროფსიქოლოგ ნინომარგველაშვილთან შეხვედრით დაიწყო. ამასთან, კიკეთის ფერმა მზადაა უმასპინძლოსკორპორატიულ ღონისძიებებს, სადღესასწაულო წვეულებებს, მუსიკალურ საღამოებს, წიგნისპრეზენტაციებს და სხვა“, - ამბობს ლიზა მეფარიშვილი.

ღონისძიება კვირას, 15 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ თბილისიდან 25 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 1100 მეტრზე,საბჭოთა პერიოდის ფერმამ ახალი ფუნქცია შეითავსა და სარეკრეაციო,კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცედ გარდაიქმნა, რომელიც დღესკიკეთის ფერმისსახელითაა ცნობილი.

მისი მთავარი ფილოსოფია გულისხმობს ბუნებაში მინიმალური ჩარევის გზით ახალი სივრცეებისშექმნას, არსებული ნაგებობების რესტავრაციასა და ბუნებრივი იერის შენარჩუნებას,საქართველოში ეკოტურიზმის ხელშეწყობას, ბავშვებისა და ახალგაზრდების ბუნებასთანდაახლოებას, ადგილობრივი მეურნეობის განვითარებასა და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებცნობიერების ამაღლებას.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები