ხილისა და ბოსტნეულის კონსერვის მსხვილი ქართული მწარმოებელი კომპანია ,,კულა“ აქტიურად მუშაობს ახალ ბაზრებზე გასასვლელად და წარმოების მასშტაბს წლიდან წლამდე ზრდის. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ვანო გოგლიძე Business Insider Georgia- თან ამბობს, წელს ,,კულას" მიერ 15 ათასი ტონაზე მეტი ნედლეული გადამუშავდა, წარმოებული პროდუქტების დასახელება კი 150-ს აღწევს.
ვანო გოგლიძის თქმით, გლობალურ ბაზრებზე გასასვლელად დიდ როლს ასრულებენ გლობალური გამოფენები, რომლის მეშვეობითაც ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ცნობადობა იზრდება.
SAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, 12-14 ნოემბერს ,,კულას" პროდუქცია წარმოდგენილი იყო ქალაქ ჩიკაგოში, აშშ-ში გამართულ გამოფენაზე U.S. Private Label Trade Show (PLMA).
,,ახალი კონტრაქტების გაფორმებაზე ვმუშაობთ. ჩიკაგოში გამართული გამოფენა ამაში ძალიან დაგვეხმარა. . 50 დასახელების პროდუქცია წარვადგინეთ, რამაც დიდი მოწონება გამოიწვია. საერთოდ, გლობალური გამოფენები კომპანიებს ექსპორტზე წარმატების მიღწევაში დიდ დახმარებას უწევს. უფრო მეტად იზრდება ცნობადობა და სანდოობაც, ყველა ასეთი გამოფენის მიღმა ახალი კავშირები და კონტრაქტებია. დაახლოებით 150 -მდე დასახელების წარმოება გვაქვს. წელს 15 ათას ტონაზე მეტი ნედლეული გადავამუშავეთ", - აცხადებს ვანო გოგლიძე.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ,,კულა" ექსპორტზე 26 ქვეყანაში გადის.
კომპანია ნედლეულის 95% პროცენტს ადგილობრივი ფერმერებისა და გლეხებისგან იბარებს.
კომპანია 2009 წლიდან არსებობს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად კომპანია კულას გააჩნია 5 საწარმო, აქედან, 4 მდებარეობს გორში და 1 ახალციხეში.
უახლესი
5 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო6 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინის ახალი საექსპორტო ბაზარი