დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
13 სექტემბრის აუქციონზე „დეზინფექციის, დეზინსექციის, დერატიზაციისა და სტერილიზაციის სპეციალიზირებული ეპიდზედამხედველობის ცენტრის'' 100%-იანი წილის გასხვისება იგეგმება

13 სექტემბრის აუქციონზე „დეზინფექციის, დეზინსექციის, დერატიზაციისა და სტერილიზაციის სპეციალიზირებული ეპიდზედამხედველობის ცენტრის'' 100%-იანი წილის გასხვისება იგეგმება

31-08-2023 16:45:46

13 სექტემბერს ჩანიშნულ აუქციონზე შპს „დეზინფექციის, დეზინსექციის, დერატიზაციისა და სტერილიზაციის სპეციალიზირებული ეპიდზედამხედველობის ცენტრის'' სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი იყიდება. როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონიდან ირკვევა,  „დეზინფექციის, დეზინსექციის, დერატიზაციისა და სტერილიზაციის სპეციალიზირებული ეპიდზედამხედველობის ცენტრი თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N8-ში 132.10 კვ.მ ფართს ფლობს. 

აუქციონზე ობიექტის საწყისი ღირებულება 123 000 ლარია. 

2022 წლის 31 დეკემბრის ბალანსის მდგომარეობით, კომპანიის აქტივები 90 219  ლარს შეადგენდა, ხოლო ვალდებულებები და კაპიტალი 90 219 ლარს. 
საგულისხმოა, რომ საპრივატიზებო კომპანიის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას (ს/კ 01.14.05.008.075.01.503) არ გააჩნია დამოუკიდებელი მისასვლელი გზა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები