საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას და დებიუტს ევროპის ჩემპიონატზე ვოლტი მორიგ რეკორდს უძღვნის.
მიტანის სერვისის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია საქართველოს ნაკრებს გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში სიმბოლურ საჩუქარს უგზავნის.
გზავნილს ვოლტის პარტნიორი კურიერი შადიმან ხარშილაძე წაიღებს. მიტანის სერვისის სფეროში მოპედით ყველაზე შორ მანძილზე შესასრულებელ შეკვეთის მიტანა უკვე გადაწყვეტილი აქვს. ამბობს, რომ ეს მისიმხრიდან საქართველოს ნაკრებისადმი მხარდაჭერისა და ემოციური გულშემატკივრობის ერთ-ერთი გამოხატულება იქნება.
რეკორდული მარშრუტი 12 დღეს, 6 ქვეყანას, ათეულობით ქალაქს და ჯამში 4 ათასი კილომეტრს მოიცავს.
ისტორიული გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 26 მარტს მოიპოვა. ნაკრების პირველი თამაში ევროპის ჩემპიონატზე, დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, 18 ივნისს შედგება.
უახლესი