დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ჯინო ჰოლდინგის“ მიერ საქართველოში 10 წელიწადში ინვესტირებული თანხა €110 მილიონს აჭარბებს

„ჯინო ჰოლდინგის“ მიერ საქართველოში 10 წელიწადში ინვესტირებული თანხა €110 მილიონს აჭარბებს

15-07-2024 18:00:00

„ჯინო ჰოლდინგმა“ უნიკალური პროექტის განხორციელება დაიწყო სახელწოდებით „თბილისის ბულვარი“. როგორც მიმდინარე პროექტებზე საუბრისას „ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტმა ნოდარ გიორგაძემ „სხვა ინტერვიუ გიორგი აბაშიშვილთან ერთად“ ისაუბრა, განაშენიანება 29,5 ჰა ტერიტორიაზე მოხდება.

„თავისთავად მიწა ჩვენი კომპანიის საკუთრებაშია. აკვა პარკი უკვე აშენებულია, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროც უკვე ფუნქციონირებს, რომელიც თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასტუმროა, 218 სასტუმრო ნომრით.
რატომ ეს ადგილი? როდესაც სლოვაკეთში წავედი, როგორც იტყვიან „ცარიელ ქვაზე მჯდომმა “ კაცმა უცხო ქვეყანაში, სლოვაკი ხალხის მენტალობა მომწონდა და ამიტომ ფუძეც იქ დავიდე. ნოდარ გიორგაძე ფიზიკოსი, იურისტი, ეკონომისტი, სამხედრო, ნატოს შტაბში დროშის პირველად აღმმართველი უცებ აუზების დირექტორად და მეპატრონედ ცხადდება. ეს ჩემთვისაც ახალი ინსპირაცია იყო. სხვათა შორის საკმაოდ კარგი პროექტი გამოგვივიდა Gino Paradise და დღესაც ევროპის საუკეთესო 10 აკვაპარკშია. Gino Paradise 2007 წლიდან ფუნქციონირებს.

ამ პროექტმა რომ კარგად იმუშავა და იმ კონცეფციამ რაც მე იქ ჩავდე, გაჩნდა მოსაზრება თუ რატომ არ უნდა იყოს ანალოგიური საქართველოშიც. იყო სხვადასხვა შემოთავაზებები, მაგრამ თბილისის ზღვის ტერიტორია ავარჩიე იმიტომ, რომ განვითარების დიდი პერსპექტივა არსებობდა და არსებობს. ხედები, სიწყნარის ელემენტი. ზღვის გაკეთილშობილებაც იყო საჭირო. მაშინ მიწის ღირებულება იყო 10-12 ლარი. დღეს, რა სასწაული ფასებია ყველამ კარგად ვიცით. თითქოს ეს აკვაპარკი და სასტუმრო ქმნის იმ სინერგიას დანარჩენი მშენებლობებისთვის. შეიძლება რაღაც მაგარი ააშენო, მაგრამ გარშემო არაფერი გქონდეს. სინერგია ამ 80 მილიონიანი ინვესტიციისა გადადის გარშემო განაშენიანებაზე, ამას დაემატა ერთი ფაქტორი, ჯერ კიდევ სსრკ-ს დროს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რეაბილიტაციის და სამკურნალო მიმართულებით კვლევები ტარდებოდა  თუ სად იყო საუკეთესო კლიმატური პირობები და თქვენ წარმოიდგინეთ ეს იყო ბაიკალი, ბიჭვინთა და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია. 
თავის დროზე კეთდებოდა პროექტი, რომლის მიხედვითაც აქ დიდი სარეაბილიტაციო ცენტრი უნდა აშენებულიყო. მე ვსაუბრობ 1988-1989 წლებზე. ამის მერე ცხადია ეს მიკროკლიმატი არსად წასულა და აქ დარჩა. აქ ადამიანი რამდენიმე დღე რომ ჩერდები უკვე სულიერი სიმშვიდე ეუფლება. ამიტომ პარკის მშენებლობის დროს გაჩნდა იდეა, რომ ქალაქში მინი კურორტი გაგვეკეთებინა. საუკეთესო ადგილია, ერთი მხრიდან გენიალური ტყე-პარკია, მეორე მხარეს თბილისის ზღვა და იქეთ კიდევ დენდროლოგიური პარკი, ზოოპარკი. მთელი ეს ადგილი უნიკალურია თავისი ფორმატით, როგორ ეკოლოგიური კუთხით ისე გეომეტრიული და თუნდაც გეოგრაფიული  მდებარეობით. 
ამ ყველაფერმა შეკრა იდეა, რომ პროექტი ამ ადგილზე უნდა განხორციელებულიყო. ბევრი წელი ვიმუშავეთ ამაზე და მივაღწიეთ. უკვე დამტკიცებულია და საპროექტო დოკუმენტაციაც არსებობს და მშენებლობაც დაწყებულია. აქ დაბალი ინტენსივობის განაშენიანებით მივდივართ, ყველაფერი რაც კი გატანილი გვაქვს ჩვენს სარეკლამო კლიპში, იმის გარდა არაფერი არ აშენდება. ჯიხური, რომ ჯიხურია იმასაც კი ვერსად ვერავინ ჩადგამს“, - აცხადებს ბიზნესმენი.
ნოდარ გიორგაძის განმარტებით,  ის პროექტით გათვალისწინებული აპარტ სასტუმროები, არ არის სტანდარტული საცხოვრებელი ბლოკი ან კორპუსი, ეს არის სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი. 
„გარდა ამისა ამ ე.წ. მიკრო დასახლებულ პუნქტს, დავარქვათ მინი კურორტი, არ არის სკოლა, აქვეა საბავშვო ბაღი, საავადმყოფო. ეს ყველაფერი ერთ სივრცეშია და 29,5 ჰა განთავსებული.  ის აპარტ სასტუმროები, რომლის საცხოვრებლად გამოყენებაც შეიძლება, არ არის სტანდარტული საცხოვრებელი ბლოკი ან კორპუსი. ეს არის სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი. მაგალითად, 136 ბინიან საცხოვრებელ ბლოკში 300 კვ/მ აქვს დათმობილი რესებშენს, იქვეა ბიბლიოთეკა, ბავშვთა ოთახი, ოთახი სტუმრების მისაღებად. ანუ ყველაფერი გაკეთებულია ისე, რომ ადამიანი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს დონზე იცხოვრებს. თან ჩვენ აქ ვიყენებთ ევროპულ ტექნოლოგიებს, ევროპულ სტანდარტსა და ევროპულ მიდგომებს“, განაცხადა ნოდარ გიორგაძემ.

2024 წელი, სლოვაკური კომპანია სს „ჯინო ჰოლდინგისთვის“ საქართველოში საქმიანობის საიუბილეო თარიღია. კომპანიის მიერ პირველი საინვესტიციო პროექტის განხორციელებიდან 10 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში, კომპანიის მიერ საქართველოში ინვესტირებულმა თანხამ 110 მილიონ ევროს გადააჭარბა და სახეზე გვაქვს შემდეგი მოქმედი პროექტები:

აკვაპარკი „ჯინო ფერედაისი“, სასტუმროები ახალციხეში, მცხეთასა და თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, ასევე, სხვადასხვა საინვესტიციო პროექტი - ჯამური საინვესტიციო მოცულობით 79 მილიონი ევრო. მიმდინარე პროექტების სიაშია კიდევ ორი სასტუმროს მშენებლობა თბილისსა და ბაკურიანში. ჰოლდინგის პორტფოლიოში მალე შევა 50 მგვტ სიმძლავრის ფოტო ელექტრო სადგურის პროექტი გარდაბანში და რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, ჰოლდინგმა მასშტაბური და ქალაქისთვის უნიკალური პროექტის განხორციელება დაიწყო სახელწოდებით „თბილისის ბულვარი“. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები