ინდუსტრიული სექტორის ერთ-ერთ წამყვანი საერთაშორისო ბრენდი „ჯეოსთილი“ ქართულ ბაზარზე საქმიანობის 15 წლის იუბილეს აღნიშნავს.
კომპანიამ მეტალურგიული საწარმო საქართველოში 2010 წელს გახსნა და დღეს „ჯეოსთილი“ სექტორის ლიდერია, რომლის სახელი მაღალი ხარისხის პროდუქციას, არაერთ საერთაშორისო აღიარებას, ინოვაციებს, მაღალ სტანდარტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს უკავშირდება.
„ჯეოსთილის“ ხარისხიანი არმატურით საქართველოსა და აზერბაიჯანში უამრავი მსხვილი ობიექტი, დეველოპერული და ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მათ შორის თბილისისა და რუსთავის მოლები, თბილისი-რუსათვის ავტომაგისტრალი, რიკოთის ახალი გვირაბი, ჰეიდარ ალიევის კულტურული ცენტრი და ცნობილი ბრენდების სასტუმროები, მათ შორის როგორიცაა „მერიოტი“ და Four Season_ს ბაქოში და სხვა. გარდა ამისა, „ჯეოსთილი“ ჩართულია ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ახალ და მიმდინარე პროექტში, მათ შორის თბილისში Cityzen-ისა და „ბიოგრაფ ლივინგის“, ხოლო ბათუმში Alliance Centropolis-ისა და Next Group-ის სხვადასხვა დეველოპერულ პროექტებში.
მდგრადი განვითარების 15 წელი - სწორედ ამ სლოგანით აღნიშნავს „ჯეოსთილი“ საკუთარ წარმატებულ საქმიანობას საქართველოში და როგორც კომპანიაში აცხადებენ, უახლოეს წლებში კიდევ უფრო მეტი ინოვაციისა და ტექნოლოგიის დანერგვას გეგმავენ მსხვილი ინდუსტრიის სექტორში, მთავარი მიზანი კი ენერგოეფექტურობისა და ხარისხიანი პროდუქციის წარმოების ზრდაა, რაც საქართველოს ფოლადისა და არმატურის ბაზრის იმპორტდამოკიდებულებას შეამცირებს, მომხმარებელს კი საშუალებას მისცემს ხარისხიანი პროდუქცია პირდაპირ ადგილზე, ჯეოსთილის საწარმოში შეიძინოს იმპორტირებულზე ნაკლებ ფასად.
„ჯეოსთილი“ ერთ-ერთი უმსხვილესი პირდაპირი უცხოური სამრეწველო ინვესტიციაა საქართველოში, რომელიც ბრიტანულ-ინდურ-ქართულ ინვესტიციას აერთიანებს. კომპანიამ საქართველოში შემოსვლიდან დღემდე 200 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა, უცხოური ინვესტიციების ოდენობა 95 მილიონ დოლარს აღწევს, საბიუჯეტო გადასახადებმა კი ჯამში 102 მილიონი დოლარი შეადგინა.
„ჯეოსთილის“ წარმატებაზე მეტყველებს ისიც, რომ ქვემო ქართლის რეგიონში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია და დღეისთვის პირდაპირი წესით 500-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული, საიდანაც 100-ზე მეტი თანამშრომელი „ჯეოსთილის“ გუნდი წევრია გახსნის პირველი დღიდან.
მსხვილი ინდუსტრიული სექტორში ჯეოსთილი ასევე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მალევე აუწყო ფეხი ქვეყნის გაცხადებულ პოლიტიკას ენერგოეფექტურობის მიმართულებით და 4.5 მგვტ მზის პანელები დაამონტაჟა, რითიც ხელს უწყობს გარემოზე ემისიების ზემოქმედებისა და ჰაერის დაბინძურების შემცირებას. უახლოეს პერიოდში კომპანია ამ მიღწევის მეტად გაუმჯობესებასა და „მწვანე“ და „სუფთა“ ენერგიების გენერირებას გეგმავს არმატურის წარმოებაში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მომდევნო წლებში მათი მთავარი მიზანი საწარმოო ტექნოლოგიების გაუმჯობესება და დახვეწაა, რათა კიდევ უფრო გაზარდონ ეკოლოგიური წარმოება და შეამცირონ გარემოზე მავნე ზემოქმედება.
ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის გარდა, კომპანია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებითაც გამოირჩევა, რომელთაც ამ წლების განმავლობაში აქტიურად ახორციელებს რუსთავში. კომპანია სხვადასხვა აქციებს მართავს როგორც სოციალურ დაუცველთა, ბავშვთა და მოხუცებულთა დასახმარებლად, ასევე ზურნავს რუსთავის გამწვანებასა და საბავშვო გასართობი თუ სპორტული მოედნების მოწყობაზე,
15 წლის განმავლობაში „ჯეოსთილის“ ხარისხი და საწარმოო პროცესი არაერთი საერთაშორისო აღიარების მფლობელი გახდა, მათ შორის ISO სერტიფიკატების მფლობელია როგორც ხარისხის მართვის სისტემების მიმართულებით, ასევე ჯანდაცვასა და უსაფრთხოებაზე და გარემოზე ზრუნვის კუთხით.
კომპანია ერთადერთია კავკასიის რეგიონში, რომელიც UK CARES სერტიფიკატს ფლობს. UK CARES ფოლადის ინდუსტრიაში მხოლოდ იმ საწარმოებს გადაეცემათ, ვინც მსოფლიო კლასის ხარისხის სტანდარტებს იცავს და ამ პრესტიჟული სერტიფიკატის მფლობელი არათუ ჩვენს რეგიონში, მსოფლიოშიც მხოლოდ რამდენიმე კომპანიაა. UK CARES სერტიფიკატი საკმაოდ რთულად მოსაპოვებელია და კომპანიებს, ვინც მის მისაღებად იბრძვის, 6 თვეში ერთხელ ხარისხის კონტროლისა და მისი შენარჩუნების დეტალური აუდიტი უტარდებათ. „ჯეოსთილი“ ასევე ფლობს ხარისხის სერტიფიკატს, რომელიც არმატურის ამერიკული და ევროპული სტანდარტებით წარმოებისთვის გადაეცა. მსგავსი სერტიფიკატების ფლობა კიდევ უფრო ნათელს ხდის კომპანიის სურვილსა და ვალდებულებას, უზრუნველყოს პროდუქციის უმაღლესი ხარისხი და მოიპოვოს რთულად მისაღწევი საერთაშორისო აღიარებები.
„წინ ამბიციური გეგმები გვაქვს და გვინდა ადგილობრივ მომხმარებელს თანამედროვე სტანდარტების, მაღალი ხარისხის, ენერგოეფექტური პროდუქცია შევთავაზოთ. ჩვენი კომპანია წლიდან წლამდე ვითარდება და მუდმივად ვნერგავთ სფეროში ინოვაციური წარმოების მეთოდებს. წლების განმავლობაში საწარმო აღვჭურვეთ თანამედროვე დანადგარებითა და მაღალტექნოლოგიური ფილტრებით, რითაც გავზარდეთ ეკოწარმოება. ჩვენ ვაწარმოებთ მწვანე ფოლადს, რომელიც მშენებლობაში მაქსიმალურად ზრდის შენობების ენერგოეფექტურობას. ამით ჩვენ ერთ-ერთი ლიდერები ვართ რეგიონში და საუკეთესო ხარისხი გვაქვს იმპორტირებულ არმატურასთან შედარებით. გვინდა, რომ ადგილობრივ მოხმარებელს, სამშენებლო სექტორსა და უძრავი ქონების ბაზარს მივაწოდოთ ხარისხიანი პროდუქცია.
ამასთან, გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში და მომავალშიც არაერთი მსხვილი ინვესტიცია განვახორციელოთ, რაც გაზრდის როგორც ადგილობრივ დასაქმებულთა რაოდენობას, ასევე საბიუჯეტო გადასახადებს“, - აცხადებენ კომპანიაში.
წარმატებული 15-წლიანი ისტორიის გაგრძელებას „ჯეოსტილი“ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით, პროდუქციის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებითა და მდგრადი განვითარებით გეგმავს.
უახლესი
15 წუთის წინ
ლარის კურსი ევროსთან მიმართებაში გამყარდა1 საათის წინ
Arte გაფართოებას გეგმავს2 საათის წინ
თიბისი - ლიდერი ტექ დამსაქმებელი