ბოლო წლებში ენერგეტიკა საინვესტიციოდ საკმაოდ მიმზიდველი დარგია, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა, რომელმაც „აჭარ ენერჯის“ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და თქვა, რომ კომპანიამ საქართველოში მზის და ქარის ნაწილში მსხვილი ინვესტიციის შემოტანა გადაწყვიტა.
„აჭარ ენერჯი“ უკვე წლებია ოპერირებს საქართველოში. აჭარაში ის ფლობს ერთ-ერთ მსხვილ ჰიდროელექტროსადგურს. მათ იციან რა ქვეყანაში ენერგიაზე რამხელა მოთხოვნაა, მათ იციან რა ქვეყანაში არსებული ბიზნეს კლიმატი, რომ გაქვს დაბალი გადასახადები, დაბალი ბიუროკრატია.ასევე მათ ძალიან კარგად იციან, მთავრობის ახალი ხელშეწყობის მექანიზმი ენერგეტიკაში, ფასთა შორის მექანიზმს ვგულისხმობ და აქედან გამომდინარე ამ მოცემულობებით მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში დამატებითი, მსხვილი ინვესტიცია შემოიტანონ, განახლებადი ენერგიის ნაწილში, როგორიც იქნება მზის და ქარის პროექტები.
მნიშვნელოვანია ის, რომ სწორედ განახლებადი ენერგიის, ანუ მწვანე ენერგიის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული მთავრობის პოლიტიკა და ის ფასთა შორის სხვაობის მექანიზმი, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა ზუსტად მწვანე ენერგიის პროექტების ხელშეწყობას ეხება. აქედან გამომდინარე ეს და კიდევ სხვა პროექტები ენერგეტიკაში მოგვცემს იმას, რომ 2030 წლამდე მთავრობის გეგმა რაც არის, საქართველო გახდეს ნეტო ექსპორტიორი, ანუ მისი მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს და ჭარბი ენერგია გაიტანოს გასაყიდად, ან საზღვარგარეთ ე იქნება მიღწეული“, - განაცხადა ნარმანიამ.
საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, Exim Holding-ის შვილობილი კომპანია „აჭარ ენერჯი" ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში 460 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და კომპანიის ხელმძღვანელები შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
უახლესი
9 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო9 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა9 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე