დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
"ჯეოქეისსა" და  ყაზახეთის ფილოსოფიის, პოლიტიკურ მეცნიერებათა და რელიგიური კვლევების ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

"ჯეოქეისსა" და ყაზახეთის ფილოსოფიის, პოლიტიკურ მეცნიერებათა და რელიგიური კვლევების ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

18-03-2023 00:14:58

ანალიტიკურ ცენტრ "ჯეოქეისსა" და  ყაზახეთის ფილოსოფიის, პოლიტიკურ მეცნიერებათა და რელიგიური კვლევების ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი  სამეცნიერო, საინფორმაციო და ანალიტიკური საქმიანობის სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

ჩამოყალიბებული თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები კონფერენციებს, მრგვალი მაგიდის განხილვებს, სემინარებს, ექსპერტთა შეხვედრებს და სხვა ღონისძიებებს მოაწყობენ. ასევე, ერთმანეთს გაუზიარებენ პროფესიულ გამოცდილებას და გააფართოებენ სამეცნიერო კონტაქტებს.

მემორანდუმს ხელი „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა და ფილოსოფიის, პოლიტიკურ მეცნიერებათა და რელიგიური კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა, სერიკ სეიდუმანოვმა მოაწერეს.

„ვფიქრობთ, რომ ჩვენს ორგანიზაციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბება ქართულ-ყაზახური ურთიერთობების გაღრმავებას და, ახალი გეოპოლიტიკური რეალობისა და შესაძლებლობების კონტექსტში, ქვეყნებს შორის მდგრადი პარტნიორობის განვითარებას  შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები