ჩვენ ჯავშნები არ გაგვიუქმდა, თუმცა ახალი ჯავშნები ნაკლებია, ჯერჯერობით თავს იკავებენ, - აცხადებს სასტუმრო Mercure -ს, Swissotel Tbilisi-ს და ibis Styles-ის გაყიდვების დირექტორი მაკა ცხომელიძე.
მისი განმარტებით, სასტუმრო Mercure-ს მაგალითზე ჯავშნების რაოდენობა 20-22%-ითაა გაზრდილი.
„სასტუმრო Mercure-ს ძირითადად სტუმრები ჰყავს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ინდოეთიდან, ევროპიდან. ჩვენ ევროპული ბრენდი ვართ და ცნობადი ვართ ევროპულ ქვეყნებში.
რაც შეეხება Swissotel Tbilisi-ს აქ ჭარბობენ ევროპელები, სტუმრები მეზობელი ქვეყნებიდან: თურქეთიდან, სომხებიდან და აზერბაიჯანიდან. ჩვენ ჯავშნები არ გაგვიუქმდა, თუმცა ახალი ჯავშნები ნაკლებია, ჯერჯერობით თავს იკავებენ.
თუ შევადარებთ გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, სასტუმრო Mercure-ს ჯავშნები გაზრდილია 20-22%-ით, მოლოდინი გვაქვს, რომ 25-30%-ით გაიზრდება ზაფხულში. ჩვენ კარგ სეზონს ველოდებით“- ამბობს მაკა ცხომელიძე
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა