ივლისის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი ფრენა 27 ივლისს განხორციელდა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 27 ივლისს, დღე-ღამის განმავლობაში 22 ჩამოფრენა და 22 გაფრენა, ანუ ჯამში 44 ფრენა განხორციელდა. ივლისში ფრენების ჯამურმა რაოდენობამ 517 ერთეული შეადგინა, ივნისში კი 482 ფრენა.
უახლესი