დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იტალიაში საზაფხულო შოპინგის სეზონი იწყება - თბილისიდან მილანის მიმართულებით ფრენებს Georgian Airways ასრულებს

იტალიაში საზაფხულო შოპინგის სეზონი იწყება - თბილისიდან მილანის მიმართულებით ფრენებს Georgian Airways ასრულებს

03-06-2024 17:33:00

იტალიაში საზაფხულო შოპინგის სეზონი იწყება. როგორც Georgian Airways-ის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მილანი ივნისის თვეში მოდის მოყვარულთათვის განსაკუთრებული პერიოდია, რადგან სწორედ ივნისიდან იწყება ცხელი ფასდაკლებები სხვადასხვა ბრენდულ თუ იტალიურ მაღაზიებსა და აუთლეტებში.

მილანის მიმართულებით, ავიაკომპანია Georgian Airways-ი პირდაპირ ფრენებს ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ასრულებს ყოველ სამშაბათს, პარასკევსა და კვირას.

Georgian Airways ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია მგზავრებისთვის.

ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები