დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ისრაელში არსებული ვითარება ტურისტების შემოდინებას შეაფერხებს - ნატა კვაჭანტირაძე

ისრაელში არსებული ვითარება ტურისტების შემოდინებას შეაფერხებს - ნატა კვაჭანტირაძე

12-10-2023 18:00:52

პროცესი რაც ისრაელში მიდის თავისთავად შეაფერხებს ჩვენს ქვეყანაში ტურისტების შემოდინებას, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან საუბრისას საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატა კვაჭანტირაძე.

მისი განმარტებით, ტურიზმის სტატისტიკაში ისრაელიდან ტურისტების შემოსვლის მაჩვენებელი ერთ-ერთ პირველ ადგილზე პოზიციონირებდა და ამ კუთხით შეფერხება ქვეყნისთვის დანაკლისი იქნება. 

„ზოგადად ისრაელი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩვენი ქვეყნისთვის, რაშიც ხელისუფლება და კერძო სექტორიც მარკეტინგული მიმართულებით დიდ დანახარჯებს აკეთებდნენ, ისრაელიდან უფრო მეტი ტურისტი ისრაელიდან. რომლებიც საკმაოდ კარგ ვიზიტორებად ითვლება ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც რიცხობრივ ასევე ხარისხობრივ ჭრილში. აქედან გამომდინარე ეს პროცესი რაც ისრაელში მიდის თავისთავად შეაფერხებს ჩვენს ქვეყანაში ტურისტების შემოდინებას, თუმცა არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში. ასევე შეფერხდება გამყვანი ტურიზმიც, მოგეხსენებათ, რომ საშობაო, სააღდგომო ტურები ძალიან აქტუალურია და არა მხოლოდ. წმინდა მიწის მონახულება ძალიან პოპულარულ ტურიზმად ითვლება გამყვან ტურიზმში. თავისთავად ესეც შემაფერხებელი ფაქტორია. თუმცა მთავარი ახლა ქვეყანაში მშვიდობის დამყარებაა და იმ პროცესების აღმოფხვრა რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. იმედია, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება“,- აცხადებს ნატა კვაჭანტირაძე.

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ასოციაციაში მიმდინარე კვირის სტატისტიკით ისრაელიდან ჯავშნების გაუქმება არ დაფიქსირებულა. 

„ჯერჯერობით არ მოსულა ასოციაციაში მსგავსი ტიპის შეტყობინებები, რადგანაც ზამთრის საკურორტო სეზონი წინ არის და ზაფხულის მოლოდინების კუთხით, ზოგადად ერთი წლით ადრე ჯავშნები შემცირებულია. პანდემიამ განაპირობა ის, რომ მოკლე ვადებში ხდება ჯავშნების დაორგანიზება. ამ კვირის მონაცემებით, ასოციაციაში გაუქმებებზე ინფორმაცია არ შემოსულა“, - ამბობს ნატა კვაჭანტირაძე.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოს ისრაელიდან 106,530 ვიზიტორი ეწვია, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 84,577 ვიზიტორი. 2019 წლის 6 თვის სტატისტიკით კი ქვეყანას ისრაელიდან 77,125 ვიზიტორი სტუმრობდა. 

შესაბამისად 2023 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებლები 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტორთა 26%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო 2019 წელთან შედარებით კი 38.1%-იან ზრდას. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები