ისრაელის ავიაკომპანიებმა საქართველოს მიმართულებით ფრენები და სიხშირეები სრულად აღადგინეს. ქართული ავიაკომპანია კი თელ ავივის მიმართულებით ფრენებს 20 აპრილიდან აღადგენს. ირკვევა, რომ ისრაელის მხრიდან საქართველოში ფრენებს კვლავინდებურად Isr Air-ი, EL AL-ი და Arkia ასრულებენ, რომლებიც ზაფხულის მაღალ ტურისტულ სეზონზე თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მიმართულებით კვირაში 39-დან 45 სიხშირემდე განახორციელებენ ფრენებს.
Georgian Airways-ი კი თელ ავივის მიმართულებით ფრენებს 20 აპრილიდან აღადგენს და ფრენებს კვირაში 7 სიხშირით განახორციელებს.
ერთი გზის ავიაბილეთის ღირებულება 140 ევროდან იწყება. ბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც. ფრენები შესრულდება “ბოინგ 737-700“ და „ბოინგ 737-800“ ტიპის ავიახომალდებით, მგზავრებისთვის კომფორტულ დროს.
აღსანიშნავია, რომ ღაზას სექტორში ვითარების გაუარესების ფონზე თელ ავივის მიმართულებით ფრენები უსაფრთხოების გამო ბევრმა ავიაკომპანიამ შეაჩერა, რომლებიც ისრაელის ბაზარს ეტაპობრივად უბრუნდებიან.
თავად ისრაელის ავიაკომპანიები ფრენებს მცირე რაოდენობით ასრულებდნენ, თუმცა სეზონის დასაწყისში დამტკიცებული განრიგების გათვალისწინება ვეღარ ხდებოდა
უახლესი
37 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია