ირლანდია გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ჯანმრთელობისთვის ზიანის გამაფრთხილებელი ეტიკეტებით ალკოჰოლური სასმელების სავალდებულო მარკირება შემოიღო.
ირლანდიის ჯანდაცვის მინისტრმა სტივენ დონელიმ ორშაბათს ხელი მოაწერა კანონპროექტს და მოელის, რომ სხვა ქვეყნებიც იმავეს გააკეთებენ, - იტყობინება Guardian.
ეტიკეტები გააფრთხილებს ადამიანებს კალორიების, კიბოს და ღვიძლის დაავადების რისკისა და ორსულობის დროს ალკოჰოლის დალევის საშიშროების შესახებ.
„კანონი ძალაში 2026 წლის 22 მაისს შევა, რათა ბიზნესს ადაპტაციისთვის დრო ჰქონდეს“, - განაცხადა მინისტრმა.
როგორც ცნობილია მსგავსი ეტიკეტები უკვე დატანილია სიგარეტის კოლოფებზე.
უახლესი
3 საათის წინ
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა