დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ირაკლი კობახიძე ზელენსკის გადაწყვეტილებაზე - ეს პოზიცია ჩვენთვის შეურაცხმყოფელია, თუმცა, ჩვენი სურვილია, თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინის ხელისუფლებასთან, იმიტომ, რომ დღეს ეს ქვეყანა არის ომის მდგომარეობაში

04-07-2023 11:27:24

რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის გუშინდელ ნაბიჯს, რაც უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშვილს, მე არ მინდა ღრმად შევიდე ამ თემაში, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ საქმე ეხება იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც არის ომის მდგომარეობაში, - ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილების შესახებ დასმულ შეკითხვას, რომლის მიხედვითაც, ის 48 საათს აძლევს უკრაინაში საქართველოს ელჩს,  ქვეყნის დატოვების და მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების თაობაზე კონსულტაციების გამართვისთვის.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ზელენსკის ეს ნაბიჯი შეურაცხმყოფელია, თუმცა, საქართველოს ხელისუფლება კვლავ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩება უკრაინასთან, ვინაიდან ქვეყანა ომის მდგომარეობაში იმყოფება.

„ზოგადად, ხელისუფლების ეს პოზიცია ჩვენთვის, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელია. შეურაცხმყოფელი იყო ისიც, რომ როგორც თავადვე აღიარეს ჩვენმა ოპონენტებმა, უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართულები სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნაში და დღეს, როდესაც იგივე ხელისუფლება ითხოვს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას, ეს, რა თქმა უნდა, შეიცავს  შეურაცხყოფის ნიშნებს. თუმცა, ჩვენი სურვილია, თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინის ხელისუფლებასთან, იმიტომ რომ ეს ქვეყანა დღეს არის ომის მდგომარეობაში.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უახლესი

მოსაზრება

მსგავსი სიახლეები