საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ბრიტანული კოპანია SITA – Advanced Travel Solutions-ის ტოპ მენეჯმენტს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს აეროპორტებისთვის SITA - Advanced Travel Solutions-ის სხვადასხვა მომსახურებისა და ციფრული დანადგარების მიწოდებას. მათ შორის, განიხილეს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე მგზავრების დაშვების ავტომატური კონტროლის მექანიზმის დანერგვა.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი SITA – Advanced Travel Solutions-ის ერთ-ერთი სერვისით უკვე სარგებლობს, რაც პარტნიორ აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს შორის სპეციალური საფრენოსნო შეტყობინების მიმოცვლის სისტემით სარგებლობას გულისხმობს.
ლონდონში დაფუძნებული ბრიტანული კომპანია SITA სატრანსპორტო ინდუსტრიის საერთაშორისო IT პროვაიდერია. კომპანია გლობალური ლიდერია ‘’Passanger management system’’-ის მიმართულებით, რომელიც აეროპორტებში მგზავრთა მომსახურებისა და ფრენების ოპერირების გაუმჯობესების მიზნით აეროპორტის ოპერატორ კომპანიებს სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს. SITA- ტოპ მენეჯმენტი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების შემდეგ, შეხვედრებს შესაბამის უწყებებთან გამართავს.
უახლესი
2 საათის წინ
რისი წამალია და როგორ უნდა გამოვიყენოთ პაიდოტერინი?6 საათის წინ
თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად18 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა