დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ირაკლი ქადაგიშვილი და ვლადიმერ ბოჟაძე ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის დირექტორს შეხვდნენ

ირაკლი ქადაგიშვილი და ვლადიმერ ბოჟაძე ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის დირექტორს შეხვდნენ

14-02-2025 17:46:00

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და კომიტეტის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) აღმასრულებელ დირექტორს ნინო რუხაძეს შეხვდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე კომიტეტსა და ასოციაციას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი ასევე შეეხო კომიტეტისა და ასოციაციის წევრთა ერთობლივი შეხვედრებისა  და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები