დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ინტერიერის დიზაინზე მოთხოვნა იზრდება, 2023 წელს 40%-იანი ზრდა გვაქვს - „აუკი“

ინტერიერის დიზაინზე მოთხოვნა იზრდება, 2023 წელს 40%-იანი ზრდა გვაქვს - „აუკი“

01-02-2024 13:00:00

Business Insider Georgia-სთან ინტერიერის დიზაინის სტუდია „აუკის“ დამფუძნებელი დავით ხიდურელი ამბობს, რომ ინტერიერის დიზაინერის პროფესია, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი პოპულარული, მოთხოვნადი და განვითარებადია და ამ შემთხვევაში, არც საქართველოა გამონაკლისი.

„ჩვენი კომპანიის დაკვეთებით თუ ვიმსჯელებთ 2023 წელს 2022 წელთან შედარებით, 35-40%იანი ზრდა გვაქვს და 2024 წლის დასაწყისსაც პოზიტიურად შევაფასებდი“, - ამბობს ხიდურელი.

ამასთან „აუკის“ დამფუძნებელი 2023 წლის ყველაზე საინტერესო პროექტს ასახელებს.

„2023 წელს, ორიგინალურობით და მასშტაბურობით გამოვყოფდი პროექტს, რომლის რეალიზება ახლა მიმდინარეობს. უნივერსიტეტის ქუჩაზე, აგროჰაბის ფუდკორტი, პროექტი რომელიც, თავისი შინაარსით და დიზაინით , ორიგინალურ გამოცდილებას შესთავაზებს მომხმარებელს“, - ამბობს ხიდურელი.

„აუკი“ სივრცითი მოწყობის სერვის კომპანიაა, რომელიც ბაზარზე უკვე 5 წელია ოპერირებს.

„ადამიანებს ვთავაზობთ სერვისის სრულს სპექტრს დიზაინ-კონცეფციიდან, სახლის გასაღებით ჩაბარებამდე. უკვე 5 წელია ერთ-ერთ ყველაზე უსიამოვნო პროცესს ისე გარდავქმნით, რომ ჩვენმა მომხმარებელმა, მათ შესაძლებლობებთან მიმართებით, საუკეთესო სახლში იცხოვრონ და თან ეს პერიოდი პოზიტიურ გამოცდილებად დაამახსოვრდეთ. მომხმარებლები ჩვენს სფეროში წინასწარ განწყობილი არიან, რომ თავი იგრძნონ მოტყუებულად, უყურადღებოდ და საბოლოო პროდუქტით უკმაყოფილო დარჩნენ.

ამ პარადიგმის გადასატეხად ამ ბუნდოვან სფეროში სრული გამჭვირვალობის შემოტანა დავისახეთ მიზნად და იმ სივრცეში, სადაც ადამიანები ურთულეს კომუნიკაციის გამოცდილებას ელოდებიან, ინტეგრირება გავუკეთეთ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული პროექტ მენეჯმენტ ინსტრუმენტებს, რაც საშუალებას გვაძლევს მომხმარებელს ცოცხალ რეჟიმში მივაწოდოთ განახლებადი ინფორმაცია მიმდინარე პროგრესის შესახებ, რაიმე ცვლილების საჭიროების შემთხვევაში ციფრულადვე შევთავაზოთ ალტერნატიული ვერსიები და დაკორექტირებული რენდერებით შევათანხმოთ გადაწყვეტები.

ციფრულ სივრცეში არჩევანის გართულების შემთხვევაში მომხმარებელთან სასურველ ადგილზე მიგვაქვს მასალა/პროდუქტის ვარიაციები რათა ხელით შეხების კომფორტიც არ მოვაკლოთ მათ. სერვისი თავის ფილოსოფიიდან გამომდინარე ყოველდღიურად ვითარდება და იხვეწება იმისათვის, რომ ადამიანმა სრულიად დისტანციურად შეძლოს რენოვაციის გაკეთება, რაც უკვე რამდენიმეჯერ გავაკეთეთ უცხოელი კლიენტებისთვის და გამოცდილებით მათი აღფრთოვანება დავიმსახურეთ“, - ამბობს დიზაინერი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები