დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ინნ დეველოპმენტმა“ გლდანში პრემიუმ ხაზის პროექტის განხორციელება დაიწყო - ინვესტიცია $54 მილიონია

„ინნ დეველოპმენტმა“ გლდანში პრემიუმ ხაზის პროექტის განხორციელება დაიწყო - ინვესტიცია $54 მილიონია

26-08-2024 14:00:00

ინნ დეველოპმენტმა პრემიუმ ხაზის პროექტის გლდანი ინნ-ის განხორციელება უკვე დაიწყო - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „გლდანი ინნ-ის“ პიარისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ლანა ბლიაძემ განუცხადა.

„პროექტი 26 125 კვადრატულ/მეტრზე მეტ ტერიტორიაზეა განთავსებული. პროექტის ფარგლებში განხორციელდება 4 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. აშენდება  -  9 სართულიანის, 23 სართულიანი, 28 სართულიანი და 32 სართულიანი კორპუსები. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც გლდანში აშენდება ცათამბჯენი და იქნება პრემიუმ კლასის სივრცე. გარდა ამისა, ყველაზე დიდი ეზო ექნება ამ კომპლექსს. 2 ჰექტარზე განთავსდება სპორტული მოედნები, რეკრეაციული სივრცეები, სხვადასხვა კომერციული ფართები. ფაქტობრივად გლდანი ინნ-ში მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ საშუალება, რომ ამ ტერიტორიიდან გაუსვლელად, მიიღონ აბსოლუტურად ყველა სერვისი“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. 

ამ დროისათვის, გლდანში, ვეკუას ქუჩაზე დაიწყო საძირკვლის მოწყობის სამუშაოები.

„სამი კორპუსის მშენებლობა უკვე დაიწყო. F ბლოკის საძირკველი არმირების სამუშაოები მიმდინარეობს, B ბლოკზე ხდება ზედმეტი ხიმინჯების მოხსნა, ხოლო A ბლოკზე შენობის ფუძის მოწყობის სამუშაოები. ანუ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სამივე კორპუსის მშენებლობა, რომელიც 2028 წელს დასრულდება“, - განაცხადა ლანა ბლიაძემ.

გლდანი ინნ-ის საინვესტიციო ღირებულება $54 მილიონია და პროექტის ფარგლები ბინების გაყიდვები მესამე თვეა დაიწყო.

„შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ორთვენახევრის განმავლობაში უკვე გაყიდულია 300-მდე ბინა და ამ დროისთვის კვადრატულის ღირებულება (საწყისი ფასი) $1090-ია“, -  განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.  

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები