დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საგარეო ვალის წილის შემცირება ადგილობრივ ბაზარზე უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების ზრდამ დააბალანსა - სებ

საგარეო ვალის წილის შემცირება ადგილობრივ ბაზარზე უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების ზრდამ დააბალანსა - სებ

13-01-2025 11:00:00

უკანასკნელი 4 კვარტლის განმავლობაში, არაფინანსური კომპანიების მთლიანი ვალის დოლარიზაციის შემცირების ტემპი შენელდა, აღნიშნულია სებ-ის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, საგარეო ვალის წილის შემცირება ადგილობრივ ბაზარზე უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების ზრდამ დააბალანსა. ხოლო ადგილობრივ საკრედიტო პორტფელში საბანკო სესხების დოლარიზაცია დასტაბილურდა.

„საბოლოოდ, 2024 წლის პირველ ნახევარში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, კომპანიების შიდა ვალის დოლარიზაცია 1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა), და კვლავ მაღალ ნიშნულზე - 64.9 პროცენტზე - რჩება. საგარეო ვალის გათვალისწინებით კი კომპანიების მთლიანი ვალის დოლარიზაცია 74.3 პროცენტს შეადგენს, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 2.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია). შედეგად, კომპანიების დაფინანსების სტრუქტურაში უცხოურ ვალუტაში მოზიდული ვალის წილი კვლავ მაღალია.

გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების ფონზე, კომპანიების მნიშვნელოვანი დამოკიდებულება დაფინანსების საგარეო წყაროებზე და ვალდებულებების მაღალი დოლარიზაცია სექტორში არსებულ მოწყვლადობაზე მიუთითებს. აღნიშნული რისკის არასათანადო ჰეჯირების პირობებში, კომპანიების ვალის ტვირთი გაცვლითი კურსის მერყეობის მიმართ მაღალი მგრძნობელობით ხასიათდება, რაც არაერთხელ გამოიკვეთა ბოლო ათწლეულის განმავლობაშიც. სწორედ აღნიშნული გარემოების საპასუხოდ, შემოღებულია არაერთი რეგულაცია. სწორედ ერთ-ერთ ასეთ რეგულაციაში სებ-ის მიერ განხორციელდა ცვლილებები მიმდინარე წლის იანვარსა და მაისში. კერძოდ, რეგულაციის მაისის განახლების მიხედვით, გამსესხებლებს აეკრძალათ არაჰეჯირებულ მსესხებლებზე უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემა, თუ მათი უცხოურ ვალუტაში არსებული სასესხო ნაშთი (ახალი სესხის მოცულობის ჩათვლით) არ აღემატება 400,000 ლარის ექვივალენტს“, - განმარტებულია ანგარიშში. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები