დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელში Apple-ს აქციათა წილმა 3,5%-ს მიაღწია

საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელში Apple-ს აქციათა წილმა 3,5%-ს მიაღწია

13-01-2025 14:00:00

საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელში Apple-ს აქციათა წილი მზარდია და 2024 წლის მდგომარეობით აქციათა პორტფელში ამერიკული სატელეკომუნიკაციო კორპორაციის აქციებმა 3,5%-ი შეადგინა. 

როგორც საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული სლაიდებიდან ირკვევა, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით სააგენტოს აქციების პორტფელში Apple-ს აქციები უკვე 3,5%-ის დონეზეა, მაშინ როდესაც ნოემბრის მაჩვენებელი 3,3%-ი იყო.

ოქტომბერში საპენსიო სააგენტოს პორტფელში Apple-ს აქციების წილი 3,2%-ის დონეზე იყო, ისევე როგორც სექტემბერში. აგვისტოს მაჩვენებლებით კი 3,0%-ს შეადგენდა.

ივნისში სააგენტოს პორტფელში Apple-ს აქციების წილი 2,9%-ის დონეზე ფიქსირდებოდა.

საგულისხმოა, რომ დეკემბერში Apple-ს აქციები სააგენტოს პორტფელში შემავალი TOP 10 კომპანიის წილობრივ მაჩვენებლებში, Apple (3,5%) პირველ ადგილზეა, ხოლო შემდეგ მოდის Nvidia (3,1%) და Microsoft-ი (2,9%).

2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 6.0 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.44 მილიარდ ლარს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით აკუმულირებული ამონაგებით როგორც ნომინალურ, ისე რეალურ რიცხვებში დინამიკური პორტფელი ლიდერობს.

2023 წლის 6 აგვისტოდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა 15.3% შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების რეალური ამონაგები შესაბამისად 14.3% და 12.8% იყო.

აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა პორტფელებში გლობალური აქციების პროპორციაა. ნოემბრის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 50.8%, დაბალანსებულში 29.9%, ხოლო კონსერვატიულში 16.2% იყო.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები