დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მაგიდის მეორე მხარეს უცხოელი აქტორების ინტერესების გამტარებლები სხედან და არა ქართველი ხალხის ინტერესების, არ ჯობია პირდაპირ უცხოელს ველაპარაკო? - შალვა პაპუაშვილი

მაგიდის მეორე მხარეს უცხოელი აქტორების ინტერესების გამტარებლები სხედან და არა ქართველი ხალხის ინტერესების, არ ჯობია პირდაპირ უცხოელს ველაპარაკო? - შალვა პაპუაშვილი

22-11-2024 12:28:00

დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს. ესაა მთავარი მათი განმსაზღვრელი. ამიტომ აცდენილი არიან ყველაფერში, მათ შორის პოლიტიკური ოპონირების საკითხში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„მაგალითად რუსეთისთვის სანქციების დაწესება - რა პლატფორმა ჰქონდა ოპოზიციას - ევროპას, უკრაინას უნდა რომ დავუწესოთ სანქციები, ამიტომ უნდა დავუწესოთო, მიუხედავად იმისა, რომ ამით დავანგრევთ ჩვენს ქვეყანას, რახან ევროპა ამას გვეუბნება უნდა დავუწესოთ, ჩვენი ქვეყანა უნდა გადავაყოლოთ უცხოელების კარნახსო. ამიტომ რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ოპონირების, როდესაც ჩვენს წინ სხედან უცხოელი აქტორების ინტერესების გამტარებლები. სინამდვილეში მაგიდის მეორე მხარეს ქართველი ხალხის რაღაც სეგმენტის წარმომადგენლები არ გვიზის. არ ჯობია პირდაპირ უცხოელს ველაპარაკო, რად მინდა მათი ემისრები საქართველოში?! მათი მეორე განმსაზღვრელი კრიტერიუმი ცოდნა და კომპეტენციაა. გადახედეთ, თენგოს დონეზე და იმედზე რომაა ოპოზიცია, იქ რა კომპეტენციაზე უნდა გვქონდეს საუბარი?!“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები