დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების მკვეთრი მატება გვაქვს, რაც ეკონომიკური მაჩვენებელებისთვის სასარგებლოა  - „რადარის“ დამფუძნებელი

ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების მკვეთრი მატება გვაქვს, რაც ეკონომიკური მაჩვენებელებისთვის სასარგებლოა  - „რადარის“ დამფუძნებელი

15-01-2025 14:00:00

ტურიზმი საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ფლაგმანი დარგია, - აცხადებს კომპანია რადარი • Radar Brand Hospitality Space-ს დამფუძნებელი მაია მახათაძე. მაია მახათაძე, რომელიც წლებია ტურიზმის სექტორში საქმიანობს, ამბობს, რომ 2024 წლის მაჩვენებლებით ფიქსირდება საერთაშორისო ვიზიტორების მკვეთრი მატება, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანია. 

„როგორც ვნახეთ ქვეყანაში გვაქვს საერთაშორისო ვიზიტორების მკვეთრი მატება, რომელიც 2024 წელს 9%-ითაა გაზრდილი. არამხოლოდ ტურიზმში დასაქმებული ადამიანებისათვის, არამედ საქართველოს ნებიმერი მოქალაქისთვის ციფრების ზრდა ეკონომიკურ მაჩვენებელში არის სასარგებლო და არ მეგულება ადამიანი, ვისაც ეს არ ენდომება. ერთადერთი, ყველამ ვიცით, რომ დეკემბერში გვაქვს ჩავარდნა. ეს იმას ნიშნავს, რომ 12 თვიდან ერთი თვე საერთო მაჩვენებლებზე გავლენას არ ახდენს და ეს თვეც, რომ არ ჩავარდნილიყო გამოდის, რომ უკეთესი ზრდა გვექნებოდა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას ზოგადად გეოპოლიტიკურ რუკაზე აქვს დიდი პოტენციალი. მიუხედავად გარშემო ქვეყნებში არსებული რყევებისა. 

ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ფლაგმანი დარგია. 

შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ჩვენ გვჭირდება, რომ ქვეყანამ, როგორც ტურისტულად მდგრადმა სახელმწიფომ, მშვიდობის მატარებელმა და აბსოლუტურად შენარჩუნებული პოტენციალის მქონემ ეს მესიჯი გაიტანოს მსოფლიოს მასშტაბით ძალიან დამაჯერებლად, რაც შეიძლება სწრაფად“, - აცხადებს მაია მახათაძე.

„რადარის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ამ მიზნის მისაღწევად კი მნიშვნელოვანია, როგორც საჯარო სექტორის, ისე კერძო სექტორის ჩართულობა. 

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არის კერძო და სახელმწიფო სექტორში შუა რგოლი, რომელიც ერთი მხრიდან იღებს ინფორმაციას და მის ხელთ არსებული ბერკეტით შეუძლია სმენა და მოვლენების განვითარება ერთმანეთს დაამთხვიოს. მე ამ შემთხვევაში ვიტყოდი, რომ სამივე მხარე: კერძო სექტორი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - ჩვენი ხმა და ბერკეტი და სახელმწიფო,  ყველას უნდა ჰქონდეს თავისი უმნიშვნელოვანესი როლი. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ შედეგები სასწრაფოდ დავაბრუნოთ თავის ჭრილში და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ“, - ამბობს კომპანია „რადარის“ დამფუძნებელი.

ცნობილია, რომ 2025 წლის მარტიდან საქართველოს ავიაბაზარზე გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი – British Airways შემოდის. ასევე, მარტიდან იწყებს ფრენებს ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ი, რომელიც პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ლონდონის, ჟენევისა და მილანის მიმართულებით შეასრულებს. 9 აპრილიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას Transavia France პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით დაიწყებს. ასევე, 12 აპრილიდან, კვირაში 2 სიხშირით, ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით Edelweiss იფრენს. 

ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა ქართულ ბაზარს კი ახალ შესაძლებლობებს უქმნის. 

„ნებისმიერი ბიზნეს გადაწყვეტილება როდესაც დგება, მას წინ უსწრებს ბაზრის გარკვეული მოკვლევა, მდგრადობა ქვეყნის ეკონომიკის და თუ რა პოტენციალია რომ ამა თუ იმ ავიაკომპანიის ბორტი დაფრინავდეს სავსე.  არც ერთი ავიაკომპანია ცარიელი ბორტით დიდხანს არ იფრენს. აქედან გამომდინარე ბორტი, რომ იყოს სავსე და ეს იყოს მომგებიანი ავიაკომპანიებისთვის, მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული იმედები, რომ ერთის მხრივ საქართველოდან შეივსება და მეორე მხრიდანაც იქნება სავსე“, - აცხადებს მაია მახათაძე, რომელიც ფიქრობს, რომ მაგალითად გაერთიანებული სამეფოსთვის საქართველო საინტერესო მიმართულებაა.

„დაგვჭირდება სავიზო რეჟიმის ოდნავ შემსუბუქება, რადგანაც ვიცით, რომ ჩვენ ბრიტანეთთან უვიზო მიმოსვლა არ გვაქვს. თუმცა ბრიტანეთიდან გვაქვს. მათ შეუძლია უვიზოდ საქართველოში შემოსვლა, ხოლო საქართველოს მოქალაქეს სჭირდება ვიზა. ამ პერიოდში ეს ყველაფერი რამდენად თანხვედრაშია კომპეტენტურმა პირებმა უნდა გვითხრან. მაგრამ ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი მოქალაქისთვის ნებისმიერი ავიაკომპანიის შემოსვლა უფრო მეტი პოტენციალის ტარებას ნიშნავს“, - აცხადებს მაია მახათაძე. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

54 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები