თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე საკუთარი გამოსვლა მილოცვით დაიწყო და კოლეგებს, რომლებიც მოღვაწეობას უკვე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გააგრძელებენ, წარმატებები უსურვა.
თინათინ ნიბლოშვილი 26 ოქტომბრის არჩევნების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა კიდევ ერთხელ დაანახა ყველას, რომ საქართველო არის ღირსეული ხალხის სამშობლო.
„ჩვენი დამარცხებული ოპოზიციის მიერ არჩევნების გაყალბებულად გამოცხადების მცდელობის მიუხედავად, ყველანი ვხედავთ, რომ მათ ამაში საკუთარი ამომრჩეველიც კი ვერ დაარწმუნეს, რაზეც მათივე მხარდამჭერების რაოდენობაც მეტყველებს.
ამიტომ დროა, შეეგუონ, რომ უმცირესობაში არიან და რომ უმცირესობის დიქტატის ქვეშ უმრავლესობა აღარ იცხოვრებს“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
მისივე თქმით, ამ ქვეყანაში სიძულვილის და ბულინგის ტირაჟირებას გამარჯვება არასდროს არავისთვის მოუტანია.
,,როდესაც სპორტსმენებს, მომღერლებს, ხელოვანებს, ბავშვებს, ასევე შენს რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს და მთელ საზოგადოებას დაყოფ ბნელებად და ტოპტვინებად, აღარ უნდა გიკვირდეს არჩევნების შედეგები“, - აღნიშნა თინათინ ნიბლოშვილმა.
უახლესი