ამერიკელმა მეწარმემ და მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს ექვს კვირაში დატოვებს.
ამის შესახებ მან თავის მიკრობლოგში დაწერა.
მანამდე Twitter-ის დამფუძნებელმა და ყოფილმა ხელმძღვანელმა ჯეკ დორსიმ მასკის მიერ კომპანიის შეძენა გააკრიტიკა.
Bloomberg-ის ცნობით, ბიზნესმენმა, რომელიც თავდაპირველად დადებითად იყო განწყობილი მასკის მიერ Twitter-ის შესყიდვასთან მიმართებით, პოზიცია შეცვალა.
მასკმა Twitter-ის შეძენის პროცესი 2022 წლის 27 ოქტომბერს დაასრულა. 28 ოქტომბერს ტავად გახდა კომპანიის ხელმძღვანელი და მმართველი გუნდი გაათავისუფლა.
უახლესი
49 წუთის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა