საქართველოს საპატრიარქო რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო განცხადებას ავრცელებს.
„რაჭაში, შოვში, მეწყრის შედეგად გარდაცვლილთა სულის საოხად დღეს, 2023 წლის 7 აგვისტოს, გლოვის დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევით, საქართველოს ყველა ეკლესიაში გადახდილ იქნება პანაშვიდი“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს სტიქიის შედეგად 18 გარდაცვლილია, მათგან 14-ის ცხედარი იდენტიფიცირებულია, მაშველები 16 დაკარგულს უწყვეტ რეჟიმში ეძებენ.
უახლესი