დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ილია დარჩიაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ილია დარჩიაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

30-06-2023 13:26:37

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს საქართველოს საკითხის ევროპის საბჭოს დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის. „რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, განუზომელია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროპის საბჭოს მხარდაჭერა“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ილია დარჩიაშვილის თქმით, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესზე საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა იმ ინსტრუმენტებისა და მექანიზმების მნიშვნელობა, რომლითაც ევროპის საბჭო საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის მიმართულებით მუშაობს. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშებზე "კონფლიქტი საქართველოში", რომლებიც წელიწადში ორჯერ მიიღება და დეტალურად ასახავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიშების პრაქტიკას, ასევე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის ევროპის საბჭოს დღის წესრიგში მაღალ პოლიტიკურ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში წარმატებით განხორციელებული პროექტების შესახებაც იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ეს პროექტები ხელს უწყობს ქვეყანაში ევროპის საბჭოს ფასეულობების: ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის განმტკიცებას. ილია დარჩიაშვილმა მარია ბურიჩს დემოკრატიული რეფორმირების პროცესში საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

2023 წლის 30 ივნისს, საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც გაკეთდა ერთობლივი განცხადებები პრესისთვის.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები